გარდაცვლილი ფეხბურთელის, გიორგი შაქარაშვილის საქმეზე ბრალდებული 3 საბურთალოელი პირი, საბა ჩხარტიშვილი, საბა გოგშელიძე და ირაკლი წაქაძე გათავისუფლების მოლოდინში არიან.
შესაძლოა, რომ აღნიშნული პირები დღეს, 12 ნოემბერს სასამართლო დარბაზიდან გაათავისუფლონ.
გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, საპროცესო შეთანხმებაზე მოლაპარაკებები დაკავებულების ადვოკატებმა პროკურატურასთან უკვე დაიწყეს.
„გიდასტურებთ, რომ პროკურატურა დაინტერესდა, გაგვესაუბრნენ და შესაბამისად ოჯახი გააცნოობს მათ თავის პოზიციას უახლოეს დღეებში.
ჩვენ პროკურატურისთვის ოფიციალური პოზიცია არ წარგვიდგენია, მაგრამ რაიმე განსაკუთრებული აგრესია საბურთალოელების მიმართ არც ადრე ყოფილა და არც ახლა“, – განაცხადა გიორგი შაქარაშვილის ბიძამ, ოჯახის ადვოკატმა მირიან ნიკოლაძემ.










