LIVE TV
ორშაბათი, სექტემბერი 29, 2025
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა/ინტერნეტი
  • კონტაქტი
megatv.ge
No Result
View All Result
ახალი ამბები
12+
megatv.ge
  • მთავარი
  • ახალი ამბებიNEWS
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები2020
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკაVIDEO
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზიQuiz
No Result
View All Result
megatv.ge
No Result
View All Result

შავი პრინცის გარდაცვალებიდან ერთი წელი გავიდა

დაპოსტა 2020/02/04-ში
1.3k
ნახვა
გაზიარება

შავი პრინცის გარდაცვალებიდან ერთი წელი გავიდა. რეპერი 2019 წლის 4 თე­ბერ­ვალს, 47 წლის ასაკ­ში  ქუთაისში გარ­და­იც­ვა­ლა. გარდაცვალების მიზეზი თირკმელების უკმარისობა გახდა.

აკაკი ბაბუნაშვილი  ქუთაისში 1971 წლის 4 ივლისს დაიბადა. დაამთავრა მეორე მუსიკალური სკოლის შვიდწლედი ფორტეპიანოს განხრით. უკრავდა დასარტყამ ინსტრუმენტებზე რუსულ როკ ჯგუფში „ოთხი ტარაკანა“. საქართველოში დაბრუნებისას შეისწავლა ბრეიქ დანსი და ჰიპ-ჰოპის შექმნა დაიწყო, მუსიკალურ თემებს და ტექსტებს რეპერი თავად წერდა.

1993 წელს საკუთარი კოლექტივი „ძებნილები“ ჩამოაყალიბა, ჯგუფში რეპერები: ფრედო, სმოკი, მასტი და დიჯეი ჯადო გაერთიანდნენ. 1995 წელს მათ რიგებს მეგოტი დაემატა. 1995-96 წლებში შავმა პრინცმა ძებნილებთან ერთად სადებიუტო ალბომი მოამზადა, რომელიც 1999 წელს სახელწოდებით „იძებნება“ გამოუშვა.

2000 წლიდან ძებნილებთან თანამშრომლობა დაიწყო რეპერმა ჯერონიმომ, და მალევე მოამზადეს ერთობლივი ალბომი, რომელიც მხოლოდ 2004 წელს გამოვიდა. ალბომის სხვადასხვა კომპოზიციებს შორის იყო „ჩემი ძმები“, რომელიც ნამდვილი მეგაჰიტი გახდა ქართველ ახალგაზრდებში და ჰიპ-ჰოპის მიმართ სრულიად სხვა მიდგომა წარმოშვა.

https://www.youtube.com/watch?v=oNnP12GXLss&feature=emb_logo

2003 წელს შავი პრინცი ჯგუფს გამოეყო და სოლო კარიერა დაიწყო. 2003 და 2004 წელს შავმა პრინცმა ზედიზედ ორი ალბომი გამოუშვა: „ორი რეპერი“ და „სიზმარში“, ორივე თბილისელ რეპერ ჯოკერთან ერთად, მალევე კი სოლო ალბომი „ბანდიტო“ გამოსცა. ეს იყო რეპერის კარიერაში ყველაზე ნაყოფიერი პერიოდი, გარდა აუდიო ვერსიებისა, გადაიღო ვიდეოკლიპები ათამდე სიმღერაზე, რომლებიც მუსიკალური ტელეარხების ეთერში რეგულარულად ტრიალებდა.

2000-იანი წლების მეორე ნახევრიდან რეპერს ნაკლებად ნაყოფიერი პერიოდი ჰქონდა, ამას თან დაერთო საქართველოში შოუ-ბიზნესის და განსაკუთრებით რეპ-მუსიკის კრიზისიც და მუსიკოსმა პოპულარულობა და აქტუალურობა დაკარგა, რისი დაბრუნებაც შემდეგში ვეღარ მოახერხა. გარკვეული პერიოდით შავი პრინცი კვლავ რუსეთში გაემგზავრა, სადაც მოსკოვის ღამის კლუბებში რეპავდა. რუსეთიდან დაბრუნების შემდეგ რეპერმა მუშაობა ახლგაზრდა თაობასთან გადაწყვიტა და ქუთაისში ხმის ჩამწერი, ვიდეო და ქორეოგრაფიული სტუდია დააარსა. ასევე ჰქონდა მცდელობა, რომ იმიჯში მცირედი ცვლილებები გატარებინა, 2013 წელს ტელეკომპანია რუსთავი 2-ის ეთერში გამოჩნდა სატელევიზიო შოუ ნიჭიერში ახალი სახელით — პრინცი P, თუმცა ამ მცდელობას მისთვის განსაკუთრებული პოპულარობა აღარ მოუტანია.

შავი პრინცი ოთხჯერ იმყოფებოდა ოფიციალურ და არაოფიციალურ ქორწინებებში, მისი მესამე ცოლი სკანდალურად ცნობილი მოდელი მარი ბაბეტა იყო, რომელთანაც 2006-11 წლებში ცხოვრობდა. რეპერს სამი შვილი ჰყავს: მარიამი პირველი ქორწინებიდან, ბაჩანა (2005) მეორე ქორწინებიდან და ბარბარე (2010) მესამე ქორწინებიდან.

ქუთაისში შავი პრინცის სკვერის გახსნაა დაგეგმილი. მხატვარმა ლია უკლებამ კი მუსიკოკისის სტენსილი ქუთაისის ერთ-ერთ ქუჩაზე დახატა.

ნახეთ: შავი პრინცის უკანასკნელი ვიდეორგოლი “აფრენ შენ” 

https://www.facebook.com/NanukaZhorzholianiShow/videos/400697017370028/?v=400697017370028

ქუთაისში ”შავი პრინცის” სახელობის სკვერი გაიხსნება

თეგები: შავი პრინცი
გაზიარება609

დაკავშირებული -პოსტები

დიდი კითხვის ნიშანი – Le Parisien-ის ბოლო ინფორმაცია ხვიჩას ტრავმაზე

სექტემბერი 29, 2025
12
მთავარი

ავტორიტეტულმა ფრანგულმა გამოცემამ, Le Parisien-მა ხვიჩა კვარაცხელიაზე ახალი ინფორმაცია გაავრცელა. „ოსერთან“ მატჩში ქართველმა ფეხბურთელმა ტრავმა მიიღო და „პარი სენ-ჟერმენის“ მთავარ მწვრთნელს, ლუის ენრიკეს მისი შეცვლა მოუწია. Le Parisien-ის მიხედვით, „ბარსელონასთან“...

დაწვრილებითDetails

სასამართლომ მიხეილ სააკაშვილს და თეიმურაზ ჯანაშიას სახელმწიფოს სასარგებლოდ ჯამში, 9 მილიონ ლარამდე თანხის გადახდა დააკისრა

სექტემბერი 29, 2025
35
მთავარი

სასამართლომ სახელმწიფო დიდი ოდენობით საბიუჯეტო თანხის, გაფლანგული 9 მილიონი ლარის ამოღებასთან დაკავშირებით, ფინანსთა სამინისტროს მოთხოვნა დააკმაყოფილა და ყოფილ პრეზიდენტს, მიხეილ სააკაშვილსა და სდსს-ს ყოფილ უფროსს, თეიმურაზ ჯანაშიას, სახელმწიფოს სასარგებლოდ ბიუჯეტში ჯამში 9 მილიონ...

დაწვრილებითDetails

ვის გაუმართლებს ოქტომბერში – პროგნოზი ყველა ზოდიაქოს ნიშნისთვის

სექტემბერი 29, 2025
17
მთავარი

ვერძი ♈️ ვერძისთვის ოქტომბერი სავსე იქნება მოვლენებით როგორც დადებითი, ასევე უარყოფითი სახის. თვის დასაწყისშივე მოგიწევთ ძალისხმევის მობილიზება, მაგრამ ოქტომბრის პირველი დეკადის ბოლოს თავს საკუთარ შესაძლებლობებში თავდაჯერებულად იგრძნობთ და პარტნიორულ კავშირში გარკვეული...

დაწვრილებითDetails

” ჩვენი ქვეყნის მოსახლეობას ვაძლევ გარანტიას, რომ ქვეყანაში იქნება სიმშვიდე” – კახა კალაძე

სექტემბერი 29, 2025
7
მთავარი

არანაირი რევოლუცია და სახელმწიფო გადატრიალება არ და ვერ მოხდება. თუკი ვინმე გაბედავს, კანონის წინააღმდეგ წასვლას, ამას კანონის ფარგლებშივე ძალიან მკაცრი რეაგირება მოჰყვება. ჩვენი შესაბამისი უწყებები მუშაობენ და გაძლევთ სიმშვიდის გარანტიას, -...

დაწვრილებითDetails

” ჩვენ ჯერ არ წაგვიგია, კვლავ ვიბრძვით”- სალომე ზურაბიშვილი

სექტემბერი 29, 2025
15
მთავარი

ევროკავშირს არა მხოლოდ უნდა შეეძლოს თვალყური ადევნოს, თუ რა ხდება საქართველოს არჩევნებში, რა ხდება მოლდოვის არჩევნებში და როგორ ახერხებენ შესაბამისად თავის დაცვას, ან ჩვენს შემთხვევაში ვერ შეძლებენ საკუთარი თავის დაცვას არჩევნების...

დაწვრილებითDetails

“მოლდოვა, შენ ნათლად გამოხატე შენი არჩევანი” -ურსულა ფონ დერ ლაიენი

სექტემბერი 29, 2025
38
მთავარი

მოლდოვა, შენ ეს კიდევ ერთხელ გააკეთე. შიშის ან განხეთქილების დათესვის ვერავითარი მცდელობა ვერ შეარყევს შენს გადაწყვეტილებას, - ამის შესახებ ევროკომისიის პრეზიდენტი, ურსულა ფონ დერ ლაიენი სოციალურ პლატფორმა X-ზე წერს. მისი...

დაწვრილებითDetails

უნდა გამოვრთოთ თუ არა ღამით Wi-Fi როუტერი – ექსპერტის განმარტება

სექტემბერი 29, 2025
645
მთავარი

ბევრი ადამიანი, განსაკუთრებით უფროსი თაობა, თვლის, რომ ღამით აუცილებელია ყველა გაჯეტისა და ელექტრო მოწყობილობის გამორთვა. ამასთან, ინტერნეტ ტექნოლოგიების დარგის ექსპერტებმა ზუსტი პასუხი გასცეს კითხვაზე, რეალურად არის თუ არა საჭირო როუტერის...

დაწვრილებითDetails

ნარკოდანაშაულის ბრალდებით 2 პირი დააკავეს

სექტემბერი 29, 2025
9
მთავარი

შინაგან საქმეთა სამინისტროს აჭარის პოლიციის დეპარტამენტის ბათუმის საქალაქო სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონოდ, ჯგუფურად შეძენა-შენახვის, რეალიზაციის ხელშეწყობისა და ნარკოტიკული საშუალების...

დაწვრილებითDetails

როგორ ბედს წინასწარმეტყველებს დაბადების წლის ბოლო რიცხვი – ასტროლოგების პროგნოზი

სექტემბერი 29, 2025
38
მთავარი

ჩვენს წინაპრებს სჯეროდათ, რომ განსაკუთრებით მნიშვნელოვანია დაბადების წლის ბოლო ციფრი. ის არის ხუთი ელემენტიდან ერთ-ერთი, რომლის დახმარებითაც ბევრი რამის თქმა შეგიძლია ადამიანის ხასიათზე, მის შესაძლებლობებსა და მომავალზე. 0 და 1...

დაწვრილებითDetails

“ბრალდებული დაზარალებულს შერიგებას სთხოვდა, უარის მიღების შემდეგ კი  ბენზინი გადაასხა და ცეცხლი წაუკიდა”- ბრალდებულს პატიმრობა შეეფარდა

სექტემბერი 29, 2025
23
მთავარი

ზურაბ ბურდულს, რომელმაც კასპში, ყოფილ მეუღლეს დანით გულ-მკერდის და კისრის არეში ჭრილობები მიაყენა, შემდეგ კი ბენზინი გადაასხა და ცეცხლი წაუკიდა, აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა. ამით სასამართლომ დააკმაყოფილა პროკურატურის შუამდგომლობა. თავად...

დაწვრილებითDetails
მეტის ნახვა

კატეგორიები


No Result
View All Result

© 2023 Broadcasting Company «MEGATV» - ყველა უფლება დაცულია სამაუწყებლო კომპანია «მეგაTV».

No Result
View All Result
  • მთავარი
  • ახალი ამბები
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკა
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზი
  • შესვლა!

© 2023 Broadcasting Company «MEGATV» - ყველა უფლება დაცულია სამაუწყებლო კომპანია «მეგაTV».