გავრცელებული ინფორმაციით, გვიან ღამით უკრაინის სანაპიროს სიახლოვეს “ნეპტუნის” ტიპის ხომალდსაწინააღმდეგო სარაკეტო სისტემით, რუსეთის შავი ზღვის ფლოტის კიდევ ერთი სიამაყე, ადმირალ “გრიგორევიჩის” კლასის ფრეგატი ადმირალი “მაკაროვი” დააზიანეს ან ჩაძირეს (ინფორმაცია ზუსტდება).
ფრეგატი ადმირალი “მაკაროვი” 2017 წელს ჩაერიცხა რუსეთის შავი ზღვის ფლოტში და ის ერთ-ერთი ყველაზე თანამედროვე ფრეგატია რუსეთის საზღვაო ძალებში, იგი აღჭურვილია 8 × კალიბრის ტიპის ფრთოსანი რაკეტის გამშვებით, საზღვაო ბაზირების ჰსთ 3S90M-ის (იგივე BUK-M3-ის) 24 გამშვებიანი პაკეტით, 2 × Ak-630 ჰსთ ქვემეხით, 8 × Igla-ს ტიპის ჰსთ რაკეტით, 2 × 533მმ-იანი ტორპედოს გამშვებით, 1 × RBU-6000-ტიპის უმართავი რაკატების გამშვებით და ერთი 100მმ-იანი მთავარი საზღვაო ქვემეხით.
წყარო: World military -ანალიტიკა










