ხაშურში ყოფილი ქმრის მიერ ცოლის დაჭრის ფაქტზე ახალი დეტალები ირკვევა.
თვითმხილველელბის ცნობით, დაპირისპირებამდე კაცმა ახალგაზრდა ქალის სამსახურში ხელყუმბარა შეაგდო, რომელიც არ აფეთქდა, ადგილზე გამნაღმველები მუშაობენ.
ტერიტორიიდან გაყვანილია მოსახლეობა, მიმდებარე ტერიტორია შემოსაზღვრულია ყვითელი ლენტებით, მოქალაქეებს შემთხვევის ადგილთან მიახლოება ეკრძალებათ.
კადრებს „რუსთავი2“ ავრცელებს.
როგორც ადგილობრივები ამბობენ, ქალს ყოფილ მეუღლესთან ხელი დღეს უნდა გაეწერა. მათივე ინფორმაციით, კაცი ქალს სახლიდან გამოსვლისას აეკიდა. ქალი სასტიკად არის ნაცემი, აქვს მრავლობითი დაზიანებები და მოთავსებულია კლინიკაში. მისი მდგომარეობა საკმაოდ მძიმეა.
შსს-ს ინფორმაციით, გამოძიება განზრახ მკვლელობის მცდელობის ფაქტზე დაიწყო. ამ ეტაპზე კაცი დაკავებული არაა.