სამოქალაქო აქტივისტი, ლიკა გამრეკელი:
“დღეს დილის 5 საათზე, ისევ გამაღვიძა არანორმალურმა ხმამ, ყოველ წამს შეგრძნებამ რომ უნდა ავფეთქდეთ.
გაზის გარე მილები ჩემი კორპუსის წინ სადღაც აპარებს!
ეს ამბავი მოხდა უკვე მესამედ 1 წლის მანძილზე.
სამივეჯერ დავრეკეთ პატრულშიც, გაზის კომპანიაშიც და სახანძროშიც.
რეაგირება გაზის კომპანიიდან არ ხდება, პატრული მოდის 1 საათში და საფუძვლიანად მაინც ვერ შეამოწმეს როგორც სჩანს, რადგან უკვე მესამედ განმეორდა…
ძალიან კარგია სკვერები, გზები, წყლის მილების გამოცვლა მაგრამ თუ ადამიანები ავფეთქდით, მერე ცრემლიანი თვალები აღარაფერს გვიშველის!
ძალიან გთხოვთ, იქნებ ვინმემ შეძლოთ რომ გაზის კომპანიაზე ზემოქმედება მოახდინოთ და საფუძვლიანად აღმოფხვრან პრობლემა! Kakha Kaladze კახა კალაძე
პს. ვიდეო, სადაც ხმა ბევრად ნაკლებად ისმის, ვიდრე რეალურად იყო…
ცეცხლსაც ნათლად დაინახავთ ამ ვიდეოში, ეს უკვე მესამედ მეორდება და თბილისი ენერჯი როგორც ყოველთვის რეაგირების გარეშე გვტოვებს.
მოგმართავთ თქვენ, რადგან მერი ყოველ დღე გვახსენებს, რომ თბილისის პრობლემები მისთვის მნიშვნელოვანია.”