LIVE TV
ორშაბათი, იანვარი 19, 2026
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა/ინტერნეტი
  • კონტაქტი
megatv.ge
No Result
View All Result
ახალი ამბები
12+
megatv.ge
  • მთავარი
  • ახალი ამბებიNEWS
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები2020
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკაVIDEO
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზიQuiz
No Result
View All Result
megatv.ge
No Result
View All Result

ყოველთვიური ხელფასი ბიზნეს სექტორში 1 241.1 ლარს გაუტოლდა

დაპოსტა 2019/09/03-ში
155
ნახვა
გაზიარება
საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური 2019 წლის მეორე კვარტალში საწარმოთა საქმიანობის შედეგებს აქვეყნებს.

“საქსტატის“ მონაცემებით, 2019 წლის მეორე კვარტალში საშუალო თვიური ხელფასი ბიზნეს სექტორში 1 241.1 ლარს გაუტოლდა, მათ შორის ქალების ხელფასმა შეადგინა 946.1 ლარი.

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში მოცემულია 2019 წლის მეორე კვარტალში საწარმოებში დასაქმებულთა რაოდენობა (მთლიანად და დარგების მიხედვით), საწარმოთა დანახარჯები პერსონალზე და ხელფასების ოდენობა 2018 წლის მეორე კვარტალთან შედარებით.

„დასაქმებულთა საშუალო რაოდენობა 687.9 ათასი კაცით განისაზღვრა, რაც გასული წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელს 4.8 პროცენტით აღემატება. დასაქმებულთა მთლიანი რაოდენობიდან 41.1 პროცენტი ქალია, ხოლო 58.9 პროცენტი – კაცი.

დასაქმებულთა მთლიანი რაოდენობის 36.5 პროცენტი მსხვილ ბიზნესზე მოდის, 21.4 პროცენტი – საშუალოზე, ხოლო დარჩენილი 42.1 პ როცენტი – მცირე ბიზნესზე. დაქირავებულთა მთლიანმა რაოდენობამ 646.0 ათასი კაცი შეადგინა (გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით – 4.0 პროცენტით მეტი). საწარმოთა მთლიანი დანახარჯები პერსონალზე – 2 458.5 მლნ. ლარით განისაზღვრა (გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 13.8 პროცენტით მეტი). 2019 წლის II კვარტალში საშუალო თვიური ხელფასი ბიზნეს სექტორში 1 241.1 ლარს გაუტოლდა (გასული წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელთან შედარებით გაზრდილია 90.7 ლარით), მათ შორის ქალების ხელფასმა შეადგინა – 946.1 ლარი (გასული წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელთან შედარებით გაიზარდა 73.2 ლარით). საწარმოთა ზომის მიხედვით საშუალო თვიური ხელფასი შემდეგნაირია:

• მსხვილი ბიზნესი – 1 251.0 ლარი;

• საშუალო ბიზნესი – 1 407.7 ლარი;

• მცირე ბიზნესი – 1 132.6 ლარი“, – აღნიშნულია საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

რაც შეეხება დასაქმებულთა რაოდენობას, „საქსტატის“ მონაცემებით, 2019 წლის II კვარტალში დასაქმებულთა რაოდენობის მიხედვით, ბიზნეს სექტორში ვაჭრობის (საბითუმო და საცალო ვაჭრობა; ავტომობილების და მოტოციკლების რემონტი), დამამუშავებელი მრეწველობისა და ჯანდაცვის და სოციალური მომსახურების საქმიანობების დარგები ლიდერობენ (შესაბამისად 26.2 პროცენტი, 12.7 პროცენტი და 10.3 პროცენტიანი წილებით). თუმცა, სტრუქტურაში მნიშვნელოვანი წილი მოდის მშენებლობის (10.0 პროცენტი), ტრანსპორტისა და დასაწყობების (8.1 პროცენტი) და განთავსების საშუალებებით უზრუნველყოფის და საკვების მიწოდების საქმიანობების დარგის საწარმოებზეც (5.6 პროცენტი).

თეგები: ბიზნესისაქსტატიხელფასი
გაზიარება66

დაკავშირებული -პოსტები

ვალუტის კურსი 17 იანვრისთვის

იანვარი 16, 2026
109
ეკონომიკა

საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, 17 იანვრისთვის ერთი აშშ დოლარი – 2.6957, ევრო – 3.1316, ბრიტანული გირვანქა სტერლინგი კი 3.6152 ლარი ეღირება. დღეს კი, ოფიციალური კურსით, ერთი აშშ...

დაწვრილებითDetails

ქუთაისი-ვენის რეისების გაუქმება მნიშვნელოვანი დარტყმაა საქართველოს ტურიზმის ინდუსტრიისათვის – ლაშა ბერეკაშვილი

იანვარი 13, 2026
221
ეკონომიკა

ქუთაისი-ვენის რეისების გაუქმება მნიშვნელოვანი დარტყმაა საქართველოს ტურიზმის ინდუსტრიისათვის - ამის შესახებ "ახალგაზრდა გიდები ასოციაცის" ხელმძღვანელმა ლაშა ბერეკაშვილი "ბიზნესპრესნიუსთან" ინტერვიუში განაცხადა. „რატომ გამოვიდა ავიაკომპანია ვენიდან? - ეს არის მაღალი სატარიფო პოლიტიკა,...

დაწვრილებითDetails

რამდენ ლარად შეიძენთ დოლარს და ევროს შაბათ-კვირას

იანვარი 10, 2026
574
ეკონომიკა

ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.6971 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.6982 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0011...

დაწვრილებითDetails

რამდენ ლარად შეიძენთ დოლარს და ევროს უქმეებზე

იანვარი 9, 2026
166
ეკონომიკა

ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.6971 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.6982 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0011...

დაწვრილებითDetails

თერჯოლაში ქარის ელექტროსადგურის მშენებლობა იგეგმება

იანვარი 9, 2026
67
ეკონომიკა

თერჯოლაში ქარის ელექტროსადგური და მის ქსელთან დამაკავშირებელი 220 კვ-იანი ელექტროგადამცემი ხაზის მშენებლობა/ექსპლუატაცია იგეგმება. შესაბამისი დოკუმენტი გარემოსდაცვით საინფორმაციო პორტალზე უკვე ატვირთულია. პროექტის განმახორციელებელი კომპანია ითხოვს, რომ მშენებლობასტან დაკავშირებით გარემოსდაცვითი გადაწყვეტილება დაჩქარებული...

დაწვრილებითDetails

ვალუტის განახლებული კურსი 9 იანვრისთვის

იანვარი 8, 2026
332
ეკონომიკა

ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.6982 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.6974 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0008...

დაწვრილებითDetails

საქართველოში სიგარეტი გაძვირდა

იანვარი 8, 2026
344
ეკონომიკა

საქართველოში სიგარეტი გაძვირდა. ახალი წლის დღეებში ფასებმა კოლოფზე საშუალოდ, 20-30 თეთრით მოიმატა. თუმცა როგორც „ბიზნესპრესნიუსს“ სავაჭრო ობიექტებში უთხრეს, ეს საბოლოო გაძვირება არ არის და იანვრის ბოლოსთვის შესაძლოა, იმპორტირებულ სიგარეტზე ფასები...

დაწვრილებითDetails

ვალუტის კურსი

იანვარი 6, 2026
229
ეკონომიკა

აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.6974 ლარი გახდა. ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.6974 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.6968 ლარი იყო....

დაწვრილებითDetails

სურსათის ფასებთან დაკავშირებით სამთავრობო კომისია შექმნა

იანვარი 5, 2026
121
ეკონომიკა

მთავრობამ სურსათის ფასებთან დაკავშირებით სამთავრობო საკოორდინაციო კომისია შექმნა - ამის შესახებ აღნიშნულია მთავრობის 30 დეკემბრის განკარგულებაში. დოკუმენტი, რომელსაც ხელს პრემიერი ირაკლი კობახიძე აწერს, აღნიშნულია: „სასურსათო პროდუქციის ფასებთან დაკავშირებით სამთავრობო საკოორდინაციო...

დაწვრილებითDetails

ვის გაეზარდა ხელფასი თითქმის 5 000 ლარით

იანვარი 5, 2026
327
ეკონომიკა

2026 წლის 1 იანვრიდან, ძალაში შევიდა ბიუჯეტის პროექტი, რომელიც პოლიტიკური თანამდებობის პირებისა და საჯარო მოხელეებისთვის ხელფასების ზრდას ითვალისწინებს. დოკუმენტის მიხედვით, საჯარო მოხელეების, მათ შორის, პირველადი ჯანდაცვის პერსონალის, პოლიციელებისა და ჯარისკაცების...

დაწვრილებითDetails
მეტის ნახვა

კატეგორიები


No Result
View All Result

© 2023 Broadcasting Company «MEGATV» - ყველა უფლება დაცულია სამაუწყებლო კომპანია «მეგაTV».

No Result
View All Result
  • მთავარი
  • ახალი ამბები
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკა
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზი
  • შესვლა!

© 2023 Broadcasting Company «MEGATV» - ყველა უფლება დაცულია სამაუწყებლო კომპანია «მეგაTV».