ლარის ახალი, ოფიციალური გაცვლითი კურსი ცნობილია. დოლართან მიმართებით ეროვნული ვალუტა 0.04 თეთრით გამყარდა, რის შედეგადაც ერთი დოლარის ღირებულება 3.32 ლარი გახდა. ლარი დღეს ევროს მიმართაც გამყარდა. ახალი კურსით ერთი ევროს ღირებულება 3.9537 ლარს შეადგენს, რაც აქამდე მოქმედ კურსთან შედარებით 0.28 თეთრით ნაკლებია. დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსები 11 მარტიდან შევა ძალაში. თუმცა იქამდე ქუთაისელები მძიმე ეკონომიკურ და სოციალურ მდგომარეობაზე საუბრობენ . მათი თქმით ფასები ყველა მიმართულებით იზრდება სამაგიეროდ არ იზრდება მათი შემოსავალი. გვირაბის ბოლოს სინათლე კი არ ჩანს
საქართველოში მიწისძვრა მოხდა
საქართველოში მიწისძვრა მოხდა. ინფორმაციას ამის შესახებ დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტი ავრცელებს. მათივე ცნობით, მიწისძვრის ეპიცენტრი ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფელ თივიდან 6 კილომეტრში იყო. მიწისძვრის სიმძლავრემ 3.5 მაგნიტუდა შეადგინა.









