ყოველგვარ ძალადობას ვგმობ – ასე გამოეხმაურა “ქართული ოცნების” დელეგატი ქუთაისში ზაზა ლომინაძე ჟურნალისტებზე თავდასხმის ფაქტებს. დელეგატის თქმით მას მსგავსი ინფორმაცია არ აქვს,
“ქუთაისში ასეთი ფაქტი არ მომხდარა. ჩემთვის ეს არ არის ცნობილი. თუ კი სადმე რაიმე ფაქტი იყო რა თქმა უნდა ვგმობ და მოვუწოდებ ყველა მხარეს სიმშვიდისკენ და გააკეთონ დემოკრატიული თავისუფალი არჩევანი” – განაცხადა ზაზა ლომინაძემ.
ცნობისთვის, დღეს უთაისში #2 საარჩევნო უბანზე, სინიუსის ჟურნალისტს „ქართული ოცნების“ აქტივისტები ფიზიკურად გაუსწორდნენ. „ქართული ოცნების“ აქტივისტების გაღიაზიანება ჟურნალისტის მიერ აღმოჩენილმა სიებმა გამოიწვია, სადაც მოქალაქეების პირადი მონაცემები იყო დაფიქსირებული. მას ფიზკურად სამი ადამიანი გაუსწორდა.
ასევე დღეს, ქუთაისში 64-ე უბანზე ტვ პირველის ჟურნალისტს ქართული ოცნების დამკვირვებელი ხელით შეეხო და ტელეკამერების წინ საჩივრის ოქმი დახია.