იმ შემთხვევაში, თუკი ქვეყანაში „ომიკრონის“ შტამი უახლოეს პერიოდში შემოვა, მისი სწრაფი გავრცელებადობიდან გამომდინარე, ეპიდემიოლოგიური ვითარების მართვა ძალიან რთული იქნება, – ამის შესახებ ჯანდაცვის ექსპერტმა მაკა ბულეიშვილმა განაცხადა.
მისი თქმით, აუცილებელია ქვეყანა ახალი შტამის შემოსვლას მობილიზებული დახვდეს.
„დარჩება „დელტა“ შტამი, ასევე იქნება „ომიკრონის“ შტამიც და ცხადია ის სეზონურო ვირუსები, რომელიც ჩვენ ამ ეტაპზე გვაქვს.
მთავარი საკითხი არის ის, რომ ჩვენ ახლა უნდა გავითვალისწინოთ, რომ ყველა უნდა იყოს მომზადებული, მობილიზებული და დაცული იყოს მაქსიმალურად რეკომენდაციები.
პირველადი ჯანდაცვის რგოლის საკმაოდ მაღალი მზაობა უნდა იყოს იმისთვის, რომ თუნდაც მცირე სიმპტომების შემთხვევაში, ყველა პაციენტს მიეცეს საშუალება, რომ მოხდეს მისი მონიტორინგი“, – განაცხადა ბულეიშვილმა.