ყველა სავაჭრო ობიექტი, სადაც ყიდიან დღეს თუთუნს, უკანონოა – ამის შესახებ “თამბაქოს კონტროლის ალიანსის” თავმჯდომარემ გიორგი ბახტურიძემ განაცხადა.
„იანვარში გათანაბრდა გადასახადი ფილტრიან და უფილტრო სიგარეტებზე, თუმცა თუთუნი დარჩა რეგულაციების მიღმა, იმ თვალსაზრისით, რომ ნედლეული არ იბეგრებოდა, სავაჭრო ობიექტებზე მოექცეოდა, გადასახადის გადახდა არ ხდებოდა და უკანონოდ რეალიზებდებოდა. ყველა სავაჭრო ობიექტი, სადაც ყიდიან დღეს თუთუნს, უკანონოა. საკმაოდ დაბალი ღირებულების არის, ამიტომ დიდი ნაწილი მწეველების გადავიდა ხელით გასახვევ თამბაქოზე, რამაც სერიოზული პრობლემები გააჩინა მომხმარებლების შენარჩუნების თვალსაზრისით, რადგან გასულ წელს გვქონდა მოხმარების შემცირების ტენდენცია სხვადასხვა ფაქტორების გამო – რეკლამა აიკრძალა, ასევე საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში მოწევა, ამას გარკვეული გავლენა ჰქონდა, არა დიდი, თუმცა ტენდენცია წავიდა.
როდესაც მთავრობა ცდილობდა ფილტრიანსა და უფილტრო სიგარეტებზე გადასახადების დაახლოებას, მაშინ მივუთითებდით ჩვენ, რომ აუცილებელია თუთუნზეც ადეკვატური გადასახადის დაწესება, რომ არ მოხდეს ამ ნაწარმზე გადასვლა“, – განაცხადა ბახტურიძემ.