LIVE TV
შაბათი, იანვარი 31, 2026
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა/ინტერნეტი
  • კონტაქტი
megatv.ge
No Result
View All Result
ახალი ამბები
12+
megatv.ge
  • მთავარი
  • ახალი ამბებიNEWS
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები2020
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკაVIDEO
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზიQuiz
No Result
View All Result
megatv.ge
No Result
View All Result

ყველა მტერია, ვინც არღვევს ქვეყნის სუვერენიტეტს – კახა კალაძე

დაპოსტა 2026/01/31-ში
62
ნახვა
გაზიარება

თბილისის მერის კახა კალაძის განცხადებით, ხელისუფლება ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ ვერავინ შეძლოს, საქართველოს შიდა პოლიტიკურ საქმიანობაში გარედან ჩაერიოს.

მისი თქმით, არავის აქვს უფლება, ქვეყნის შიდა პოლიტიკურ საქმიანობაში ჩაერიოს და გარედან მითითებებს იძლეოდეს.

“უკვე აღარაფერს ერიდებიან, პირდაპირ ამბობენ, რომ ეძებენ შავ ხვრელებს იმისთვის, რომ საქართველოში პოლიტიკის დასაფინანსებლად შემოიტანონ თანხები სხვადასხვა ფორმით და გზით. ეს წარმოუდგენელია. არცერთი ნორმალური, განვითარებული ქვეყანა ამას თავის მოქალაქეებს არ აკადრებს და მიიღებს შესაბამის გადაწყვეტილებებს. ჩვენც, რა თქმა უნდა, ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ გარედან ჩარევა მაქსიმალურად შეიზღუდოს. არავის აქვს უფლება, ქვეყნის შიდა პოლიტიკურ საქმიანობაში ჩაერიოს, გარედან მითითებებს იძლეოდეს და პირდაპირ ფული იხარჯებოდეს ქართულ პოლიტიკაში”, – განაცხადა კახა კალაძემ.

რაც შეეხება კითხვას იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ უნდა იფუნქციონიროს არასამთავრობო სექტორმა იმ შემთხვევაში, თუ ხელისუფლება დასავლურ ფინანსურ წყაროებთან წვდომას შეუზღუდავს, მერი პასუხობს, რომ აღნიშნულმა ორგანიზაციებმა კანონის ფარგლებში უნდა იმოქმედონ.

“არასამთავრობო ორგანიზაციებს ჩვეულებრივად შეუძლიათ არსებობა. არსებობს კანონი, უნდა დარეგისტრირდნენ და გამჭვირვალე უნდა იყოს ყველაფერი. ძალიან მარტივია, კეთილი უნდა ინებონ, დარეგისტრირდნენ და საქართველოს თითოეულმა მოქალაქემ უნდა იცოდეს, კონკრეტული არასამთავრობო ორგანიზაცია ვისგან იღებს ფულს და რა კონკრეტულ პროექტებში ხარჯავს. დაივიწყეთ ის დრო, როცა ვიღაცებს აქ თანხები შემოჰქონდათ, ვითომ რაღაც კეთილი საქმეებისთვის და ხან ტელევიზიები ფინანსდებოდა, ხან პოლიტიკური საქმიანობა, სახელმწიფო გადატრიალების მცდელობები, რევოლუციის მოწყობის რამდენიმე მცდელობა. მორჩა, ასე ვეღარ გაგრძელდება. სახელმწიფო ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ დაიცვას ქვეყნის სუვერენიტეტი, დამოუკიდებლობა და არავის მისცემს შესაძლებლობას, გარედან უხეშად ჩაერიოს და სახელმწიფო გადატრიალებები მოაწყოს. ჩემი ქვეყნისთვის ყველა მტერია, ვინც არღვევს ქვეყნის სუვერენიტეტს. ჩემთვის, ჩემი თანაგუნდელებისა და მოსახლეობის უმრავლესობისთვის კატეგორიულად მიუღებელია, რომ გარედან შემოდიოდეს თანხები და იხარჯებოდეს, მაგალითად, სარწმუნოების, ეკლესიის წინააღმდეგ, იხარჯებოდეს ქართულ პოლიტიკაში, გაუმჭვირვალე თანხები, ვითომ სასიკეთო პროექტების განსახორციელებლად და რეალურად იყო სახელმწიფო გადატრიალების მოწყობის რამდენიმე მცდელობა, საზოგადოების გახლეჩის, დაპირისპირების. მომიყვანეთ ერთი ნორმალური ევროპული სახელმწიფოს მაგალითი, სადაც დაშვებულია გარედან შიდა პოლიტიკის დაფინანსება. არ არსებობს ასეთი. არცერთი ნორმალური სახელმწიფო, რომელიც ზრუნავს თავის სუვერენიტეტზე, არავის მისცემს უფლებას, ჩაერიოს შიდა პოლიტიკურ საქმიანობაში”, – განაცხადა თბილისის მერმა.

გაზიარება25

დაკავშირებული -პოსტები

ვეძებდი ჩემს შვილს და ხან რას მეუბნებოდნენ ხან რას – რას წერს ეკა ბესელია შვილის დაკავებაზე

იანვარი 31, 2026
128
მთავარი

შსს-ის ცნობით, პოლიტიკური პარტია “სამართლიანობისთვის” ლიდერის, ეკა ბესელიას შვილი რატი მილორავა ადმინისტრაციული წესით დააკავეს. ეკა ბესელია შვილის, რატი მილორავას დაკავების შესახებ განცხადებას ავრცელებს – როგორც “მართლმსაჯულების“ სახლის ხელმძღვანელი სოციალურ ქსელში...

დაწვრილებითDetails

ეკა ბესელიას შვილი რატი მილორავა დააკავეს

იანვარი 31, 2026
3.5k
მთავარი

პოლიტიკური პარტია "სამართლიანობისთვის" ლიდერის, ეკა ბესელიას შვილი რატი მილორავა ადმინისტრაციული წესით დააკავეს. ის არაფხიზელ მდგომარეობაში ჯერ პოლიციას არ დაემორჩილა, ხოლო შემდეგ ავტომანქანას დაეჯახა, როდესაც შემთხვევის ადგილიდან მიმალვას ცდილობდა. "კურიერის" ინფორმაციით,...

დაწვრილებითDetails

“აუცილებელია ჟანგბადის აპარატი” – პატარა გოგონას საზოგადოების დახმარება სჭირდება

იანვარი 31, 2026
54
მთავარი

პატარა, მარიამის დედა საზოგადოებას დახმარების თხოვნით მიმართავს : "სიტყვებით ძნელია გადმოსცე ის მადლიერება, რასაც ახლა ვგრძნობ მარიამს თურქეთში თქვენი დახმარებით ჩაუტარდა ოპერაცია — ბალონური დილატაცია და სტენტის შეცვლა. უკვე გამოგვწერეს...

დაწვრილებითDetails

“ძალიან ბევრმა მოქალაქემ მოგვამრთა”- ენერგოომბუდსმენის აპარატი

იანვარი 31, 2026
256
მთავარი

"აღნიშნულ შემთხვევაში ინდივიდუალურად უნდა მოხდეს შესწავლა, ძალიან ბევრმა მოქალაქემ მოგვამრთა უკვე, დაწყებულია შესწავლა და დავის დასრულებამდე იმ მოქალაქებს ვინც მოგვმართა არ შეუწყდებათ ბუნებრივი გაზის მიწოდება."-  ვკითხულობთ ენერგოომბუდსმენის გვერდზე მოქალაქეები სოციალურ...

დაწვრილებითDetails

მთავრობის ინფორმაციით, ფასების შემცირებასთან დაკავშირებით მუშაობა აპრილის ბოლოს დასრულდება

იანვარი 31, 2026
28
მთავარი

ფასების შემცირებასთან დაკავშირებით მუშობა აპრილის ბოლოს დასრულდება და ვფიქრობთ, ხელშესახები შედეგები გვექნება, - ამის შესახებ მთავრობის ადმინისტრაციის უფროსმა, ლევან ჟორჟოლიანმა განაცხადა. მისი თქმით, მნიშვნელოვანია, რომ კომპანიების მხრიდან იქნა გამოხატული მზაობა ფასების...

დაწვრილებითDetails

შსს-მ დაცვის პოლიციის თანამშრომელი დააკავა

იანვარი 31, 2026
581
Yellow Tape Showing Text Police Line Do Not Cross Restricting a Crime Scene Area At Night. Close Up Aesthetic Shot with Bokeh Effect and Flickering Lights. Criminal on the Loose Strikes Again
მთავარი

შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალური ინსპექციის თანამშრომლებმა, ქრთამის აღების ბრალდებით, მოსამართლის განჩინების საფუძველზე - დაცვის პოლიციის თანამშრომელი, 2002 წელს დაბადებული ა.მ. დააკავეს. ამის შესახებ ინფორმაციას შსს ავცრელებს. უწყების ცნობით, გამოძიებით დადგინდა,...

დაწვრილებითDetails

“წამში ჩაქრა ორი ადამიანის სიცოცხლე…”-ცნობილია უმძიმესი ავარიისას გარდაცვლილთა ვინაობა

იანვარი 31, 2026
1.4k
მთავარი

კა­ხე­თის გზა­ზე, ვა­ზი­ა­ნის მიმ­დე­ბა­რედ მომ­ხდარ უმ­ძი­მეს ავა­რი­ას 2 ადა­მი­ა­ნის სი­ცო­ცხლე ემსხვერ­პლა, და­შავ­და კი­დევ ერთი, რო­მელ­მაც რო­გორც ჩანს, მან­ქა­ნი­დან გა­მოს­ვლა შეძ­ლო და სას­წა­უ­ლად გა­და­ურ­ჩა სიკ­ვდილს. “მერ­სე­დე­სის” მარ­კის ავ­ტო­მო­ბილს უკ­ნი­დან და­ე­ჯა­ხა დიდი...

დაწვრილებითDetails

ბათუმში პირმა თავის დაწვა სცადა

იანვარი 31, 2026
286
მთავარი

პირი, ვინც ბათუმში თავის დაწვა სცადა ამ თბილისშია გადაყვანილი. პირველადი ინფორმაციით, პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა. როგორც ცნობილი ხდევა პირი რომელმაც თავის დაწვა სცადა  „ქართული ოცნების“ თანამდებობის პირის  შვილია. შემთხვევა...

დაწვრილებითDetails

ნახეთ, რომელი ნიშნისთვის იწყება ფინანსური წინსვლის პერიოდი

იანვარი 31, 2026
87
მთავარი

თხის რქათხის რქისთვის იწყება სტაბილური ფინანსური წინსვლის ეტაპი. ვარსკვლავები ხელს უწყობენ შემოსავლის ზრდას, კარიერულ წინსვლას და ადრე გაწეული შრომის ანაზღაურებას.შესაძლებელია ახალი შეთავაზება, დამატებითი შემოსავალი ან ფინანსური შეთანხმება, რომელიც მომავალშიც სარგებელს...

დაწვრილებითDetails

შუქი გაითიშება – ნახეთ, ქუჩების ჩამონათვალი

იანვარი 31, 2026
65
მთავარი

გადაუდებელი სამუშაოების ჩატარების გამო 2 თებერვალს ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება. კომპანია „თელასის“ ცნობით,  შეზღუდვა შეეხება შემდეგ რაიონებს: ისნის რაიონი გადაუდებელი სამუშაოების გამო 11:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ნადირაშვილის ქუჩის მოსახლეობას....

დაწვრილებითDetails
მეტის ნახვა

კატეგორიები


No Result
View All Result

© 2023 Broadcasting Company «MEGATV» - ყველა უფლება დაცულია სამაუწყებლო კომპანია «მეგაTV».

No Result
View All Result
  • მთავარი
  • ახალი ამბები
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკა
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზი
  • შესვლა!

© 2023 Broadcasting Company «MEGATV» - ყველა უფლება დაცულია სამაუწყებლო კომპანია «მეგაTV».