მონპლეზირის თაღთან ისტორიული კედელი თემატური კაფესთვის გამოჭრეს. როგორც “მეგა ტვ”-ს ფართის მფობელმა ნინო ზვიადაძემ განუცხადა მათ კარის გაჭრაზე ნებართვა კულტურისა და ძეგლთა დაცვის სააგენტოსგან ორი თვის წინ მიიღეს. მეპატრონე ასევე უარყოფს გავრცელებულ ინფორმაციას რომ, თითქოს მათ, ამ კედლის გაჭრაში ა(აიპ) სპორტულ დაწესებულებათა გაერთიანების თანამშრომელი მამუკა მღვდელაძე დაეხმარა. მისივე თქმით ეს კედელი ოჯახს უკვე საუკუნეზე მეტია რაც ეკუთვნის.
მონპლეზირის თაღთან ისტორიულ კედელში კარი რამდენიმე დღის წინ გაიჭრა, რასაც საზოგადოებაში უარყოფითი გამოხმაურება მოჰყვა.
კედელი კულტურული მემკვიდრეობის ძეგლია, რომელიც 2018 წელს დედა ენის დღესთან დაკავშირებით საზეიმოდ მოიხატა.









