LIVE TV
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა/ინტერნეტი
  • კონტაქტი
megatv.ge
No Result
View All Result
ახალი ამბები
12+
  • მთავარი
  • ახალი ამბებიNEWS
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები2020
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკაVIDEO
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზიQuiz
No Result
View All Result
megatv.ge
No Result
View All Result
როდის იქნება კარვები, სად დავდგებით, როდის დავდგებით, ამ ყველაფერს ბიძინა ივანიშვილი სიურპრიზად მიიღებს – ფაქტების და მტკიცებულებების ზღვა მოედინება- ელენე ხოშტარია

“ყველა, ვინც აცხადებს წინასწარ, ამ დროს იქნება რევოლუციაო, არის უბრალოდ კომიკური მატყუარა”- ელენე ხოშტარია

დაპოსტა 2025/07/30-ში
A A
28
ნახვა
გაზიარება

ყველა, ვინც აცხადებს წინასწარ, ამ დროს იქნება რევოლუციაო, არის უბრალოდ კომიკური მატყუარა, სასარგებლო იდიოტი ან „ქოცი“ და სუს-ი, – ამის შესახებ „კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთ-ერთი ლიდერი, ელენე ხოშტარია სოციალურ ქსელში წერს.

ხოშტარიას თქმით, ბრძოლა აუცილებლად დასრულდება არსებული სისტემის დამარცხებით, თუმცა კონკრეტული თარიღის თქმა შეუძლებელია.

„მსოფლიო ისტორიას არ ახსოვს პრეცედენტი წინასწარ გამოცხადებული რევოლუციის. განა იმიტომ, რომ ვინმეს ჭკუა აკლდა ან ვერ მოიფიქრა, იმიტომ, რომ რევოლუცია არის ბუნებრივი პროცესი, სადაც იდეისთვის მებრძოლი ხალხის ბრძოლა რაღაც მომენტში აღწევს კულმინაციას.

ყველა, ვინც აცხადებს წინასწარ ამ დროს იქნება რევოლუციაო არის უბრალოდ კომიკური მატყუარა, სასარგებლო იდიოტი ან „ქოცი“ და სუს-ი. ჩემი საქმე არაა რა მოტივაციით აფუჭებენ საქმეს, ჩემთვის მთავარია ხალხს არ მოვატყუოთ. ხალხს, რომელიც ციხეშია, ხალხს, რომელიც ამდენი დღე დგას და არ ნებდება, ხალხს, ვინც საკუთარი თავის ხარჯზე იბრძვის.

ამასთანავე, 4 ოქტომბერი არის ბიძინას მოგონილი თარიღი, სიყალბე და ბიძინას თამაში. საერთოდ არ მაინტერესებს 4 ოქტომბერი, ყოველ დღე უნდა ვქნათ ისე, რომ სისტემა დაემხოს, 30 ივლისსაც, 31-საც და ყოველ დღე. ყველაფერი უნდა ჩავდოთ ბრძოლაში.

19-მა ივლისმა ანახა, რომ პროტესტი კონსოლიდირებულად მუშაობს. 2-ში ბათუმშიც ვანახებთ და არ გავჩერდებით, სანამ სისტემა არ დასრულდება ამ შიდა და გარე ზეწოლით. თარიღს ვერ გეტყვით, უბრალოდ მატყუარა არ ვარ. მაგრამ გეტყვით, რომ სანამ ეს არ მოხდება არ გავჩერდებით.

წინააღმდეგობა დგას: 1. ართანამშრომლობაზე 2. დელეგიტიმაციაზე 3. სოციალურ იზოლაციაზე 4. საერთო სახალხო უწყვეტ და მშვიდობიან და მძლავრ პროტესტზე 5. საერთაშორისო ზეწოლაზე და კიდევ ვინმე თუ ფლობს ამ ჯადოსნურ ჯოხს, რომელიც ერთ კონკრეტულ დღეს რევოლუციას ახდენს, 4-მდე რატომ ინახავთ?

არ შეიძლება ასე მოქცევა საკუთარ საზოგადოებასთან და არც საკუთარ სინდისთან.

დღეს „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ კარგად ჩამოაყალიბა ბრძოლის ხედვაც და შემართებაც, პასუხისმგებლობით და გააზრებით, პრინციპულობით. ამაზე დგას სანდრო პარტნიორობა”, – წერს ელენე ხოშტარია.

გაზიარება11

დაკავშირებული -პოსტები

ოროზმანში 1.8 მილიონი წლის ადამიანის ქვედა ყბა აღმოაჩინეს

by მეგა TV
ივლისი 31, 2025
0
ოროზმანში 1.8 მილიონი წლის ადამიანის ქვედა ყბა აღმოაჩინეს
მთავარი

ოროზმანში 1.8 მილიონი წლის ადამიანის ქვედა ყბა აღმოჩნდა -ამის შესახებ ინფორმაციას სოციალურ ქსელში გიორგი ბიძინაშვილი ავრცელებს, პოსტს ახლავს ფოტოსურათიც. ოფიციალურად! ოროზმანში 1.8 მილიონი წლის ადამიანის ქვედა ყბა აღმოჩნდა! "დიდ ხარ...

დაწვრილებითDetails

სემეკმა „თელასი“ და „ენერგო პრო ჯორჯია“ ელექტროენერგიის ხშირი წყვეტების გამო დააჯარიმა

by მეგა TV
ივლისი 31, 2025
0
სემეკმა „თელასი“ და „ენერგო პრო ჯორჯია“ ელექტროენერგიის ხშირი წყვეტების გამო დააჯარიმა
მთავარი

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელმა ეროვნულმა კომისიამ (სემეკ) სს „თელასი” და სს „ენერგო პრო ჯორჯია” ელექტროენერგიის ხშირი წყვეტების გამო დააჯარიმა. ინფორმაციას სემეკი ავრცელებს. საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის ცნობით,...

დაწვრილებითDetails

მოსალოდნელია 38-40 გრადუსი – გარემოს ეროვნული სააგენტო მოსახლეობას აფრთხილებს

by მეგა TV
ივლისი 31, 2025
0
როგორი ამინდია მოსალოდნელი საქართველოში უახლოეს დღეებში – სინოპტიკოსების პროგნოზი
ამინდი

გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, საქართველოში 4 აგვისტომდე ჰაერის მაღალი ტემპერატურა შენარჩუნდება. მათივე ინფორმაციით, ტემპერატურა ზოგან 38-40 გრადუსამდე იქნება. სააგენტოს ცნობით, მოსალოდნელი მაღალი ტემპერატურა სითბური სტრესისა და ტყის ხანძრების რისკის ხელშემწყობ...

დაწვრილებითDetails

მამუკა ხაზარაძემ და ბადრი ჯაფარიძემ ანაკლიის პორტის საქმეზე დავა ვაშინგტონის არბიტრაჟშიც წააგეს – იუსტიციის სამინისტრო

by მეგა TV
ივლისი 31, 2025
0
მამუკა ხაზარაძემ და ბადრი ჯაფარიძემ ანაკლიის პორტის საქმეზე დავა ვაშინგტონის არბიტრაჟშიც წააგეს – იუსტიციის სამინისტრო
მთავარი

იუსტიციის სამინისტროს ინფორმაციით, მამუკა ხაზარაძემ და ბადრი ჯაფარიძემ ანაკლიის პორტის საქმეზე დავა ვაშინგტონის არბიტრაჟშიც წააგეს. აღნიშნულთან დაკავშირებით უწყება განცხადებას ავრცელებს. „ვაშინგტონის არბიტრაჟმა (მსოფლიო ბანკის საინვესტიციო დავების გადაწყვეტის საერთაშორისო ცენტრი - ICSID) ანაკლიის პორტის საქმეზე გადაწყვეტილება...

დაწვრილებითDetails

“გადაეცით მედვედევს, რუსეთის წარუმატებელ ყოფილ პრეზიდენტს, რომ სიტყვებს დაუკვირდეს”- ტრამპი

by მეგა TV
ივლისი 31, 2025
0
დონალდ ტრამპი აშშ-ის ისტორიაში ყველაზე დიდ დეპორტაციას აანონსებს
მთავარი

გადაეცით მედვედევს, რუსეთის წარუმატებელ ყოფილ პრეზიდენტს, რომ სიტყვებს დაუკვირდეს, - ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი სოციალურ პლატფორმა Truth Social-ზე წერს. „არ მაინტერესებს, რას აკეთებს ინდოეთი რუსეთთან. შეუძლიათ თავიანთი მკვდარი ეკონომიკები ერთად...

დაწვრილებითDetails

“პორტი ვერ ააშენეს და საკუთარ ქვეყანას მიადგნენ დასანგრევად” – შალვა პაპუაშვილი ხაზარაძე-ჯაფარიძეზე

by მეგა TV
ივლისი 31, 2025
0
პაპუაშვილი კეკელიძის გათავისუფლებასთან დაკავშირებით განცხადებას აკეთებს
მთავარი

პორტი ვერ ააშენეს და საკუთარ ქვეყანას მიადგნენ დასანგრევად - უნდა ვიცოდეთ, რომ ის უცხოელი პოლიტიკოსები და დიპლომატები, რომლებიც, დღეიდან, ამათ ხელს ჩამოართმევენ, ქართველი ხალხის წინააღმდეგ მიმართული ამათი თაღლითობის მფარველები არიან,- ამის...

დაწვრილებითDetails

” 4 ოქტომბერი ცხადდება ივანიშვილის მშვიდობიანი დამხობის დღედ” – პაატა ბურჭულაძე

by მეგა TV
ივლისი 31, 2025
0
“გუშინ „პირველი მერცხალი გამოჩნდა“ მოსამართლეებში, ვინც სამართლიანი გადაწყვეტილება გამოიტანა”- პაატა ბურჭულაძე
მთავარი

მსოფლიო ბანის, პაატა ბურჭულაძის განცხადებით, 4 ოქტომბერს, 16:00 საათზე, რესპუბლიკის მოედანზე ეროვნული კრება დაიგეგმა. როგორც მსოფლიო ბანმა, პაატა ბურჭულაძემ საზოგადოებისთვის ცნობილ სახეებთან ერთად მთავრობის ადმინისტრაციასთან განაცხადა, „4 ოქტომბერი ცხადდება ივანიშვილის მშვიდობიანი დამხობის დღედ, რადგან...

დაწვრილებითDetails

6 თვეში „ქართულმა ოცნებამ“ 6.6 მლნ ლარის ოდენობის შემოწირულება მიიღო – „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო“

by მეგა TV
ივლისი 31, 2025
0
“„დიფ სთეითი“ ბიძინა ივანიშვილს მშვიდობისთვის სჯის”-„ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭო
მთავარი

არასამთავრობო ორგანიზაცია „საერთაშორისო გამჭვირვალობა- საქართველოს“ ინფორმაციით, 2025 წლის პირველი 6 თვის განმავლობაში „ქართულმა ოცნებამ“ 6.6 მლნ ლარის ოდენობის შემოწირულება მიიღო, რაც ყველა პარტიის მიერ მიღებული შემოწირულების 87%-ია. როგორც ორგანიზაციის მიერ გავრცელებულ...

დაწვრილებითDetails

ნარკოდანაშაულის ბრალდებით უცხო ქვეყნის სამი მოქალაქე დააკავეს

by მეგა TV
ივლისი 31, 2025
0
მტკვრიდან არასრულწლოვნის ცხედარი ამოიყვანეს
მთავარი

შინაგან საქმეთა სამინისტროს აჭარის პოლიციის დეპარტამენტის ხელვაჩაურის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონოდ შეძენა - შენახვისა...

დაწვრილებითDetails

კამჩატკის სანაპიროსთან , ერთ საათში 11 ძლიერი მიწისძვრა დაფიქსირდა

by მეგა TV
ივლისი 31, 2025
0
საქართველოში კიდევ ერთი მიწისძვრა მოხდა
მთავარი

სეისმოლოგებმა კამჩატკის სანაპიროსთან ერთი საათის განმავლობაში 11 მიწისქვეშა ბიძგი დააფიქსირეს. ყველაზე ძლიერი მიწისძვრის სიმძლავრემ 5.5 მაგნიტუდა შეადგინა. ეს რყევები გუშინ მომხდარი დიდი სიმძლავრის მიწისძვრას მოჰყვა. გაერთიანებული გეოფიზიკური სამსახურის კამჩატკის ფილიალის...

დაწვრილებითDetails

კატეგორიები


  • მთავარი
  • ახალი ამბები
  • ქვიზი
  • ჯგუფი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"

No Result
View All Result
  • მთავარი
  • ახალი ამბები
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკა
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"