ლელა ჯინჭარაძე ქუთაისის ინფექციურ საავადმყოფოში მუშაობს და სხვებთან ერთად ახალი კორონა ვირუსით ინფიცირებული პაციენტების გამოჯანმრთელებისთვის იღწვის. პოსტი, რომელიც მან თანამშრომელს მიუძღვნა კარგად აღწერს სირთულეს , რაც გადალახა და მარიამის პროფესიონალიზმს, რომელიც კლინიკაში მედდად მუშაობს: ,,მარიამი, ჩემი ყველაზე პატარა ექთანი. გამაოცა მისმა გამბედაობამ, როდესაც პირველი კოვიდი მივიღეთ, მიხვდა როგორ შემეშინდა პალატაში შესვლა, ჩემს გასაკეთებელს დაუზარებლად აკეთებდა, ამ პატარა გოგონამ იმხელა ენერგია შემმატა, შიში გადამავიწყა , შემრცხვა კიდევაც საკუთარი თავის. ჩემო მარიამ, ძალიან მინდა ჩემი თეკლაც შენისთანა დაუზარელი, გამბედავი ,კეთილი გაიზარდოს…….მიყვარხარ ძალიან.ყველა დედა იამაყებს შენით❤️❤️❤️❤️❤️❤️❤️❤️❤️❤️❤️❤️❤️❤️❤️❤️❤️❤️❤️❤️❤️❤️❤️❤️❤️❤️❤️❤️❤️❤️❤️❤️❤️❤️❤️❤️❤️❤️❤️❤️❤️❤️❤️❤️❤️❤️❤️ ❤️❤️❤️❤️❤️❤️❤️❤️❤️❤️❤️❤️❤️ ” _ წერს ლელა ჯინჭარაძე სოციალურ ქსელში.
13 მარტის ამინდის პროგნოზი ქალაქების მიხედვით
13 მარტს, საქართველოში მოსალოდნელია ცვალებადი ამინდი. ქვეყნის უმეტეს ნაწილში პერიოდულად მოიმატებს ღრუბლიანობა. დასავლეთ საქართველოში ძირითადად უნალექო ამინდი იქნება, ხოლო აღმოსავლეთ საქართველოში ზოგან შესაძლებელია მცირე ნალექი და ნისლი. დღისით,...










