მათე ყიფიანს უკვე რამდენიმე კვირაა მასწავლებლებთან ონლაინ ურთიერთობა აქვს. ის, როგორც საქართველოში ყველა მოსწავლე, ახალი ვირუსის საფრთხემ აიძულა დისტაციურ სწავლებაზე გადასულიყო. გაკვეთილები ყოველ დღე განრიგის მიხედვით აქვს, ათანხმებს და იღებს დავალებებს, ასევე ცოდნასაც , თუმცა ახალ მეთოდს თან ახალი პრობლემები ახლავს.
გაკვეთილებს მორჩნენ და ახლა თამაშის დროა. ერთი ეზოს ბავშვები, ერთად იყრიან თავს. ერთობიან, თუმცა მაინც ის ხალისი ენატრებათ, რაც სკოლაში სიარულსა და მეგობრებთან ახლო ურთიერთობას ახლავს თან. ვინ იფიქრებდა, რომ ენერგიითა და მოუსვენრობით სავსე ბავშვებს სკოლის მერხი და საკლასო ოთახები ასე მოენატრეებოდათ.









