ცნობილია ახლახანს სანაპიროზე დაღუპული ახალგაზრდა ბიჭის ვინაობა.
სანაპიროზე მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ერთ-ერთი დაღუპული ახალგარდა 20 წლის – ნოდო გულიაშვილია.
თბილისში, გასულ ღამეს მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევას 2 ადამიანი ემსხვერპლა. მტკვრის მარცხენა სანაპიროზე ერთმანეთს რამდენიმე მსუბუქი ავტომანქანა შეეჯახა. არსებული ინფორმაციით, ორივე მათგანი საავადმყოფოში მიყვანის შემდეგ დაიღუპა.
შეჯახების შედეგად დაშავდა 3 ადამიანი, რომლებიც საავადმყოფოში იმყოფებიან.