LIVE TV
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა/ინტერნეტი
  • კონტაქტი
megatv.ge
No Result
View All Result
ახალი ამბები
12+
  • მთავარი
  • ახალი ამბებიNEWS
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები2020
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკაVIDEO
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზიQuiz
No Result
View All Result
megatv.ge
No Result
View All Result
კარვების გაშლა შეკრების დროს დაშვებული იქნება იმ შემთხვევაში, თუ ამას ექნება არსებითი მნიშვნელობა – ირაკლი კობახიძე

ყველანაირი რესურსი გვაქვს, რომ 2030 წლისთვის მოწინავე ევროპულ ქვეყნებთან ჩამორჩენა მინიმუმამდე შევამციროთ – ირაკლი კობახიძე

დაპოსტა 2024/01/29-ში
A A
7
ნახვა
გაზიარება

ყველანაირი რესურსი გვაქვს, რომ 2030 წლისთვის მოწინავე ევროპულ ქვეყნებთან ჩამორჩენა მინიმუმამდე შევამციროთ, სიღარიბე სრულად აღმოვფხვრათ და მაღალშემოსავლიან ქვეყნად ვიქცეთ. ამისათვის კი მთავარი, ეფექტიან ეკონომიკურ პოლიტიკასთან ერთად, ქვეყანაში მშვიდობისა და მშვიდი გარემოს შენარჩუნებაა, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე სოციალურ ქსელში წერს.

მისივე თქმით, საქართველოსა და მოწინავე ქვეყნებს შორის, ცხოვრების დონის თვალსაზრისით, სხვაობა თანდათანობით მცირდება.

როგორც კობახიძე აღნიშნავს, საერთაშორისო სავალუტო ფონდის მონაცემებით, 2012 წელთან შედარებით, 2023 წელს საქართველომ ეკონომიკური მაჩვენებლებით მსოფლიოს 30-ზე მეტ ქვეყანას გადაასწრო და 110-ე ადგილიდან 79-ე ადგილზე გადაინაცვლა, რაც იმას ნიშნავს, რომ საქართველოს ეკონომიკა არა მხოლოდ აბსოლუტურ ჭრილში, არამედ სხვა ქვეყნებთან შეფარდებითაც იზრდება.

მისივე თქმით, საერთაშორისო სავალუტო ფონდის მონაცემებით, 2028 წლისთვის საქართველოში და ევროკავშირის წევრ ქვეყნებში მოსახლეობის ცხოვრების დონეებს შორის სხვაობა კიდევ უფრო შემცირდება.

„ქვეყნის განვითარებისა და მოსახლეობის ცხოვრების დონის არაერთი საზომი არსებობს, მაგრამ უმთავრესი საზომი მაინც მისი ეკონომიკაა. საკმარისია დახედოთ ქვეყნების სიას ერთ სულ მოსახლეზე ე.წ. PPP მთლიანი შიდა პროდუქტის მიხედვით და ზუსტად გაიგებთ, როგორ ცხოვრობს ხალხი ამა თუ იმ ქვეყანაში.

საერთაშორისო სავალუტო ფონდის მონაცემებით, გერმანიასა და შვედეთში ხალხი დღეს საქართველოზე 3-ჯერ უკეთესად, ხოლო საფრანგეთში – დაახლოებით, 2.5-ჯერ უკეთესად ცხოვრობს. საქართველოზე 60%-ით უკეთესად ცხოვრობენ რუსეთში, ხოლო 50%-ით უკეთესად – ბულგარეთში. საქართველოს ჩამორჩება ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყნები – ჩრდილოეთ მაკედონია, ბოსნია, ალბანეთი, მოლდოვა და უკრაინა, აგრეთვე აზერბაიჯანი და სომხეთი.

აღსანიშნავია, რომ საქართველოსა და მოწინავე ქვეყნებს შორის, ცხოვრების დონის თვალსაზრისით, სხვაობა თანდათანობით მცირდება. მაგალითად, საერთაშორისო სავალუტო ფონდის მონაცემებით, 2012 წელს გერმანიასა და შვედეთში ხალხი საქართველოზე არა 3-ჯერ, არამედ 4,5-ჯერ უკეთესად, საფრანგეთში არა 2,5-ჯერ, არამედ 4-ჯერ უკეთესად, ხოლო რუსეთსა და ბულგარეთში – არა 58 და 51 პროცენტით, არამედ 148 და 67 პროცენტით უკეთესად ცხოვრობდა.

გარდა ამისა, საერთაშორისო სავალუტო ფონდის მონაცემებით, 2012 წელთან შედარებით, 2023 წელს საქართველომ ეკონომიკური მაჩვენებლებით მსოფლიოს 30-ზე მეტ ქვეყანას გადაასწრო და 110-ე ადგილიდან 79-ე ადგილზე გადაინაცვლა. ეს ნიშნავს, რომ საქართველოს ეკონომიკა არა მხოლოდ აბსოლუტურ ჭრილში, არამედ სხვა ქვეყნებთან შეფარდებითაც იზრდება.

ხშირად საუბრობენ იმაზე, რომ აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებში ეკონომიკური განვითარება ევროკავშირში გაწევრიანებამ დააჩქარა. რეალურად, თუ გადავხედავთ ქვეყნებს, რომლებიც ევროკავშირში 2003 წელს გაწევრიანდნენ, ვნახავთ, რომ მსოფლიო ბანკის მონაცემების მიხედვით, 2003-23 წლებში ლიეტუვის, ლატვიისა და ესტონეთის ნომინალური ეკონომიკა 4-ჯერ, პოლონეთის, ჩეხეთისა და სლოვაკეთის – 3-ჯერ, ხოლო სლოვენიისა და უნგრეთის – 2-ჯერ გაიზარდა. თუმცა, საინტერესოა, რომ ზუსტად იგივე წლებში, იმავე მსოფლიო ბანკის მონაცემების მიხედვით, საქართველოს ეკონომიკა არა 2-ჯერ, 3-ჯერ ან 4-ჯერ, არამედ 7,5-ჯერ გაიზარდა. ეს მონაცემები ადასტურებს, რომ ქვეყნის სწრაფი ეკონომიკური განვითარების მთავარი ფაქტორი არა რომელიმე გაერთიანების წევრობა, არამედ ხელისუფლების მიერ გატარებული ეკონომიკური პოლიტიკაა.

საერთაშორისო სავალუტო ფონდის მონაცემებით, 2028 წლისთვის კიდევ უფრო შემცირდება საქართველოში და ევროკავშირის წევრ ქვეყნებში მოსახლეობის ცხოვრების დონეებს შორის სხვაობა. 2028 წელს საქართველოს PPP მთლიანი შიდა პროდუქტი ერთ სულ მოსახლეზე 32 ათას დოლარს გადააჭარბებს და ჩამორჩენა ევროკავშირის წევრი ქვეყნების უმრავლესობასთან (მათ შორის იტალიასთან, ესპანეთთან, პორტუგალიასთან, საბერძნეთთან) ორმაგზე ნაკლები გახდება. კერძოდ, იტალიასთან ჩვენი ჩამორჩენა 99%, ესპანეთთან – 86%, პორტუგალიასთან – 72%, ხოლო საბერძნეთთან – 48% იქნება.

ისიც გასათვალისწინებელია, რომ უკანასკნელ წლებში, საქართველო საერთაშორისო სავალუტო ფონდის პროგნოზს ყოველთვის გადაჭარბებით ასრულებდა. აქედან გამომდინარე, გვაქვს ყველანაირი რესურსი, 2030 წლისთვის მოწინავე ევროპულ ქვეყნებთან ჩამორჩენა მინიმუმამდე შევამციროთ, სიღარიბე სრულად აღმოვფხვრათ და მაღალშემოსავლიან ქვეყნად ვიქცეთ. ამისათვის კი მთავარი, ეფექტიან ეკონომიკურ პოლიტიკასთან ერთად, ქვეყანაში მშვიდობისა და მშვიდი გარემოს შენარჩუნებაა,“ – წერს ირაკლი კობახიძე.

გაზიარება3

დაკავშირებული -პოსტები

ქრთამის აღების ფაქტზე გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერიის თანამშრომელი დააკავეს

by მეგა TV
აპრილი 7, 2026
0
” ბლაგვი საგნის გამოყენებით სხვადასხვა სახის დაზიანება მიაყენა”- ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ბრალდებით ერთი პირი დააკავეს
მთავარი

ქრთამის აღების ფაქტზე გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობისა და ტექნიკური განყოფილების უფროსი სპეციალისტი დააკავეს - ინფორმაციას ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური ავრცელებს. "საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, საქართველოს პროკურატურასთან კოორდინაციით, გატარებული...

დაწვრილებითDetails

თბილისსა და რეგიონებში უკანონო ცეცხლსასროლი იარაღი და საბრძოლო მასალა ამოიღეს

by მეგა TV
აპრილი 7, 2026
0
უკანონო ცეცხლსასროლი იარაღები და საბრძოლო მასალა ამოიღეს – დაკავებულია 37 პირი
მთავარი

შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა, ბოლო პერიოდში დედაქალაქსა და რეგიონებში ჩატარებული საპოლიციო და პრევენციული ღონისძიებების შედეგად, ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვის ბრალდებით 12 პირი დააკავეს. ამის შესახებ ინფორმაციას შინაგან საქმეთა...

დაწვრილებითDetails

ჯგუფურად ჩადენილი ძალადობის ფაქტზე მარნეულის მერის ძმა დააკავეს

by მეგა TV
აპრილი 7, 2026
0
ჯგუფურად ჩადენილი ძალადობის ფაქტზე მარნეულის მერის ძმა დააკავეს
მთავარი

ჯგუფურად ჩადენილი ძალადობის ფაქტზე მარნეულის მერის, დაურ ისმაილოვის ძმა, ქენან ისმაილოვი დააკავეს. როგორც „ინტერპრესნიუსს“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლით მიმდინარეობს, რომელიც ძალადობას გულისხმობს. ქენან ისმაილოვის...

დაწვრილებითDetails

დიუშენით დაავადებული ბავშვების მშობლები ხელისუფლებას, საპატრიარქოს, სახალხო დამცველს და საზოგადოებას მიმართავენ

by თამარა ქავთარაძე
აპრილი 7, 2026
0
დიუშენით დაავადებული ბავშვების მშობლები პრემიერ-მინისტრთან შეხვედრას ითხოვენ
მთავარი

"მოგესალმებით. დიუშენის კუნთოვანი დისტროფია ფატალური დაავადებაა რომელიც ადრეულ ასაკში იწვევს კუნთების განლევას და სიკვდილს. საქართველოში დიუშენით დაავადებული 100-მდე ბავშვია რეგისტრირებული. სათანადო მედიკამენტების და მკურნალობის არარსებობის გამო საქართველოში ყოველწლიურად ამ დაავადებით...

დაწვრილებითDetails

ამინდის პროგნოზი ქალაქების მიხედვით

by მეგა TV
აპრილი 7, 2026
0
ამინდი იცვლება – 7 სექტემბრის პროგნოზი
ამინდი

7 აპრილს ქუთაისში უნალექო ამინდს ელოდებიან, დღისით +18 და ღამით +8 გრადუსია მოსალოდნელი.   მზიან ამინდს ელოდებიან ოზურგეთში. დღისით +18 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +8 გრადუსი იქნება.   ბათუმშიც მზეა....

დაწვრილებითDetails

7 აპრილის ასტროლოგიური პროგნოზი

by მეგა TV
აპრილი 7, 2026
0
როგორ მივიზიდოთ ბედნიერება და იღბალი, ისე რომ სულ თან გვახლდეს
მთავარი

ვერძი დღევანდელი დღე თანამშრომლობისკენ მოგიწოდებთ. მუშაობაში სხვებთან იდეების გაზიარება სარგებელს მოგიტანთ, თუმცა ფულის ხარჯვა აკონტროლეთ და წონასწორობის შესანარჩუნებლად მედიტაცია სცადეთ. კურო სიყვარულსა და ურთიერთობებში სიმშვიდე იგრძნობა. გაუფრთხილდით არასასურველ ხარჯებს და...

დაწვრილებითDetails

ლოცვა, რომელიც ხარების დღესასწაულზე უნდა თქვა

by მეგა TV
აპრილი 6, 2026
0
ლოცვა, რომელიც ხარების დღესასწაულზე უნდა თქვა
მთავარი

7 აპრილს მართლმადიდებელი ეკლესია ხარების დღესასწაულს ზეიმობს. ეს არის დღესასწაული, რომელიც ღვთისმშობლისთვის ანგელოზის მიერ ხარებას, რომ კაცობრიობის მხსნელს მოავლენს უკავშირდება. ხარების დღესასწაული მარხვას ემთხვევა. მაგრამ ამ დღეს მორწმუნეებს ზღვის პროდუქტებით...

დაწვრილებითDetails

7 აპრილს ხარებაა – რა ვიცით ამ დღესასწაულის შესახებ

by მეგა TV
აპრილი 6, 2026
0
7 აპრილს ხარებაა – რა ვიცით ამ დღესასწაულის შესახებ
მთავარი

7 აპრილს მართლმადიდებელი ეკლესია ხარების დღესასწაულს ზეიმობს. ეს არის დღესასწაული, რომელიც ღვთისმშობლისთვის ანგელოზის მიერ ხარებას, რომ კაცობრიობის მხსნელს მოავლენს უკავშირდება. ხარების დღესასწაული მარხვას ემთხვევა. მაგრამ ამ დღეს მორწმუნეებს ზღვის პროდუქტებით...

დაწვრილებითDetails

ბიძინა ივანიშვილი აზერბაიჯანის პრეზიდენტს, ილჰამ ალიევს შეხვდა

by მეგა TV
აპრილი 6, 2026
0
ბიძინა ივანიშვილი აზერბაიჯანის პრეზიდენტს, ილჰამ ალიევს შეხვდა
მთავარი

„ქართული ოცნების“ დამფუძნებელმა და საპატიო თავმჯდომარემ, ბიძინა ივანიშვილმა, ბიზნეს ცენტრში აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტს, ილჰამ ალიევს და აზერბაიჯანის დელეგაციას უმასპინძლა. ამის შესახებ ინფორმაციას „ქართლი ოცნება“ ავრცელებს. პარტიის პრესსამსახურის თანახმად, შეხვედრას ესწრებოდა საქართველოს პრემიერ-მინისტრი, ირაკლი...

დაწვრილებითDetails

ქუთაისში შუქი გაითიშება – ნახეთ მისამართები

by მეგა TV
აპრილი 6, 2026
0
შუქი გაითიშება – ნახეთ, მისამართები
მთავარი

ქუთაისში 7 აპრილს ქსელის გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, „ენერგო-პრო ჯორჯიას“ აბონენტების ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება. კომპანიის ცნობით, ქსელის გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო ამ მისამართებზე შუქი გაითიშება:   13:45 საათიდან  15:30...

დაწვრილებითDetails

კატეგორიები


  • მთავარი
  • ახალი ამბები
  • ქვიზი
  • ჯგუფი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"

No Result
View All Result
  • მთავარი
  • ახალი ამბები
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკა
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"