LIVE TV
ოთხშაბათი, თებერვალი 11, 2026
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა/ინტერნეტი
  • კონტაქტი
megatv.ge
No Result
View All Result
ახალი ამბები
12+
megatv.ge
  • მთავარი
  • ახალი ამბებიNEWS
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები2020
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკაVIDEO
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზიQuiz
No Result
View All Result
megatv.ge
No Result
View All Result

“ყველამ თავის ეპშტეინის კუნძულს მიხედოს!” – შალვა პაპუაშვილი ჰელსინკის კომისიის წევრებზე

დაპოსტა 2026/02/11-ში
27
ნახვა
გაზიარება

ყველამ თავის ეპშტეინის კუნძულს მიხედოს! ეს განცხადება პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა ჰელსინკის კომისიაში, საქართველოში არსებული ვითარების შესახებ დაგეგმილ განხილვასთან დაკავშირებით გააკეთა.

პაპუაშვილის აზრით, „ჰელსინკის კომისიას ქართველი ხალხის წინააღმდეგ ცხადი პოლიტიკური დღის წესრიგი აქვს და კომისიის რამდენიმე ლიდერი ამ დღის წესრიგს მიჰყვება“.

„ეპშტეინის კუნძულის სკანდალის ფონზე, ვხედავთ, ერთი მეორის მიყოლებით მაღალი თანამდებობის პირების, დიპლომატების გადადგომებს როგორც აშშ-ში, ისე ევროპის ქვეყნებში. როცა კრიტიკა იმ ადამიანებისგან გვესმის, რომლებიც ამ პოლიტიკური ლანდშაფტის ნაწილი არიან, ერთადერთი პასუხი, რაც გვიჩნდება არის ის, რომ ყველამ თავის ეპშტეინის კუნძულს მიხედოს!

ძალიან მძიმეა, რასაც ვუყურებთ. ეს უკვე ცივილიზაციური უფსკრული აღარ არის. ეს არის ადამიანური უფსკრული, სადაც მთელი პოლიტიკური ელიტა, ელიტის დიდი ნაწილი თუ ელიტის მნიშვნელოვანი პირები იყვნენ ჩართული. ვნახეთ, ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრის ადმინისტრაციის უფროსი სწორედ იმის გამო გადააყენეს, რომ მასაც რაღაც კონტაქტები ჰქონდა და მისი რეკომენდაციით იყო დანიშნული ადამიანი, ვინც ეპშტეინის ფაილებში იძებნება.

ეს არის არა მხოლოდ ცივილიზაციური უფსკრული, რასაც ჩვენ ვაკვირდებით განსაკუთრებით ევროპაში, არამედ ეს უკვე ადამიანური უფსკრულია, საიდანაც შემდეგ გვესმის კრიტიკა საქართველოსთან დაკავშირებით.

ასე რომ, ყველამ თავის ეპშტეინის კუნძულს მიხედოს!“ – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

ცნობისთვის, აშშ-ის ჰელსინკის კომისია დღეს ბრიფინგს გამართავს, თემაზე: „ქართული ოცნების“ მიერ განსხვავებული აზრის მზარდი ჩახშობა“.

როგორც განცხადებაშია აღნიშნული, ბრიფინგი შეისწავლის ადამიანის უფლებების მხრივ ვითარების გაუარესებას, „ქართული ოცნების“ განსხვავებული აზრის დასასჯელად და დემორალიზებისთვის ტაქტიკებს, და წინ მიმავალ გზას საქართველოსთვის.

შეგახსენებთ იმასაც რომ, ჰელსინკის კომისიაში საქართველოში არსებული ვითარების შესახებ ბრიფინგი 28 იანვარს იყო დაგეგმილი, თუმცა ამინდის პირობების გამო გადაიდო.

გაზიარება11

დაკავშირებული -პოსტები

გამოვლინდა ორი ობიექტი, სადაც ხორცსა და ხორცპროდუქტებს კუსტარულად აწარმოებდნენ

თებერვალი 11, 2026
7
მთავარი

სურსათის ეროვნული სააგენტოს გურიის დეპარტამენტის ინსპექტორებმა ოზურგეთში ხორცისა და ხორცპროდუქტების ორი არალეგალური საწარმო გამოავლინეს. ფიზიკური პირი ა. კ. (თაყაიშვილის N1) კუსტარულად მოწყობილ ობიექტზე, სააგენტოსაგან მინიჭებული სავალდებულო აღიარების გარეშე, სანიტარიულ-ჰიგიენური ნორმების...

დაწვრილებითDetails

“მოზარდს უნდა ვასწავლოთ, რომ თავისუფლებას აქვს ზღვარი”- მაგდა ჯიშკარიანი

თებერვალი 11, 2026
15
მთავარი

სოციალურ ქსელში მაგდა ჯიშკარიანი ეხმიანება არასრულწნოვათა მიერ ჩადენილ ძალადობის ფაქტებს.  "როცა მოზარდს ვასწავლით, რომ მას აქვს საკუთარი აზრის გამოხატვის, არჩევანის, თვითდამკვიდრების უფლება, პარალელურად უნდა ვასწავლოთ, რომ ამ თავისუფლებას აქვს ზღვარი,...

დაწვრილებითDetails

ცნობილია, რუსთავი-ლილოს გზაზე მომხდარი ავარიის დროს დაღუპულის ვინაობა

თებერვალი 11, 2026
558
მთავარი

რუსთავი-ლილოს გზაზე მომხდარ უმძიმეს ავარიას, სამწუხაროდ, სამი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. არსებული ინფორმაციით, ერთმანეთს მსუბუქი და სატვირთო ავტომობილი შეეჯახნენ. თვითმხილველების თქმით, მსუბუქი ავტომობილის მძღოლი გასწრებას ცდილობდა და ამ დროს ტრაილერს შეეჯახა....

დაწვრილებითDetails

ახალგაზრდა ქალმა ნაგავში ნაპოვნი ფული პატრონს დაუბრუნა

თებერვალი 11, 2026
1.1k
მთავარი

ჩინეთში ქუჩის დამლაგებელმა ნაგავში 150 000 იუანი (21 837 დოლარი) იპოვა და პატრონს დაუბრუნა. ამასთან, თანხის ნაწილის აღებაზე უარი თქვა. ამის შესახებ South China Morning Post-ი წერს. ლი მანმა კონვერტი, რომელშიც...

დაწვრილებითDetails

სურსათის სააგენტო სპეციალურ განცხადებას ავრცელებს

თებერვალი 11, 2026
249
მთავარი

სურსათის ეროვნული სააგენტოს შიდა ქართლის დეპარტამენტის ინსპექტორებმა რეგიონში ფრინველთა 8 არალეგალური სასაკლაო და კვერცხის არალეგალური წარმოება გამოავლინეს. ინდმეწარმეები ეკონომიკურ საქმიანობათა რეესტრში რეგისტრაციისა და სურსათის ეროვნული სააგენტოსაგან მინიჭებული სავალდებულო აღიარების გარეშე...

დაწვრილებითDetails

“დღგ ის გადასახადი არაა, რომელიც სადღაც არის დარეზერვებული, ის ისევ მოქალაქეებთან მიდის” – წილოსანი

თებერვალი 11, 2026
32
მთავარი

დღგ ის გადასახადი არ არის, რომელიც სადღაც რჩება და სადღაც არის დარეზერვებული - დღგ-ს გადასახადი ისევ მოქალაქეებთან მიდის, - ეს განცხადება ვიცე-სპიკერმა ნინო წილოსანმა პარლამენტის დროებითი კომისიის სხდომაზე, კვერცხის მწარმოებელი კომპანიების პასუხად გააკეთა,...

დაწვრილებითDetails

პარლამენტში ფასების შემსწავლელი დროებითი კომისიის პირველი სამუშაო სხდომა მიმდინარეობს

თებერვალი 11, 2026
17
მთავარი

პარლამენტში სასურსათო პროდუქციის, მედიკამენტებისა და საწვავის ფასწარმოქმნის შემსწავლელი დროებითი კომისიის პირველი სამუშაო სხდომა მიმდინარეობს. დროებითი კომისიის სხდომა ხორცპროდუქტების, რძის პროდუქტების და კვერცხის მწარმოებელი კომპანიების მონაწილეობით იმართება. დღის წესრიგის გათვალისწინებით, ბაზრის...

დაწვრილებითDetails

ავარიულ საცხოვრებელ სახლში მცხოვრებ პირს, რომელიც უარს განაცხადებს ჩანაცვლების რომელიმე პროგრამაში მონაწილეობაზე,მას 6 თვის შემდეგ ქირის მიღება შეუწყდება-კალაძე

თებერვალი 11, 2026
45
მთავარი

თბილისის მერის, კახა კალაძის განცხადებით, თუ ავარიული შენობიდან ქირით გაყვანილი ადამიანი უარს განაცხადებს ავარიული საცხოვრებელი სახლის ჩანაცვლების რომელიმე პროგრამაში მონაწილეობაზე, მას 6 თვის შემდეგ ქირის მიღება შეუწყდება. კახა კალაძის ცნობით, ქირა აღუდგება მას შემდეგ,...

დაწვრილებითDetails

” ულტრა ლიბერალებისგან გვესმის, რომ ბაზარი ყველაფერს არეგულირებს, მაგრამ ასე არ არის, პირიქით” – პაპუაშვილი

თებერვალი 11, 2026
10
მთავარი

ჩვენ ულტრა ლიბერალებისგან გვესმის, რომ ბაზარი ყველაფერს არეგულირებს, მაგრამ სინამდვილეში ასე არ არის. ბაზარი ყველაფერს ვერ არეგულირებს და პირიქით, თავისუფალ ბაზარს თავისი ხარვეზები აქვს - მისი გამოყენებით შეიძლება კარტელური ხასიათის გარიგება...

დაწვრილებითDetails

მძიმე ავარია რუსთავის გზაზე

თებერვალი 11, 2026
515
მთავარი

რუსთავის გზაზე ავარიის შედეგად 3 ადამიანი დაიღუპა. არსებული ინფორმაციით, ერთმანეთს მსუბუქი ავტომობილი და ტრაილერი შეეჯახნენ. ინფო რუსთავის  ცნობით, შეჯახება მაშინ მოხდა, როცა მსუბუქი სედანის ტიპის ავტომობილი ტრაილერისთვის გასწრებას ცდილობდა. მომხდართან...

დაწვრილებითDetails
მეტის ნახვა

კატეგორიები


No Result
View All Result

© 2023 Broadcasting Company «MEGATV» - ყველა უფლება დაცულია სამაუწყებლო კომპანია «მეგაTV».

No Result
View All Result
  • მთავარი
  • ახალი ამბები
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკა
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზი
  • შესვლა!

© 2023 Broadcasting Company «MEGATV» - ყველა უფლება დაცულია სამაუწყებლო კომპანია «მეგაTV».