აშშ-ის აერონავტიკისა და კოსმოსის კვლევის ეროვნული სააგენტო (NASA) საგანმანათლებლო საქმიანობაშიც არის ჩართული, რომლის ფარგლებშიც, უამრავ სხვა პროექტთან ერთად, შემეცნებით და გასართობ აპლიკაციებზეც მუშაობს.
ჩვენს სტატიაში სწორედ იმ გამორჩეული აპლიკაციების შესახებ ვისაუბრებთ, რომლებიც თქვენი სმარტფონებისთვის NASA-ს მიერ ან მისი დაკვეთით შეიქმნა.
7. Space Science Investigations: Plant Growth
ამ სიმულაციურ თამაშში საერთაშორისო კოსმოსური სადგურს ესტუმრებით, სადაც თქვენი ამოცანა უწონადობაში მანევრირების შესწავლა და მცენარეების გაზრდასთან დაკავშირებულ სამეცნიერო ექსპერიმენტში მონაწილეობა იქნება. მისი მეშვეობით კოსმოსში მცენარეთა ზრდის თავისებურებების შესახებ ბევრ საინტერესო ინფორმაციას მიიღებთ, მსგავსი ექსპერიმენტების ზოგად მნიშვნელობაზეც შეიტყობთ და კარგადაც გაერთობით.
ეს აპლიკაცია NASA-ს მიერ დედამიწის, მზის, მთვარის, პლანეტებისა და სამყაროს კვლევის შესახებ ინფორმაციის მიღების იდეალური საშუალებაა. მუდმივად განახლებადი კატალოგი ქრონოლოგიურად და კატეგორიების მიხედვით არის დალაგებული. თქვენ საშუალება გექნებათ, გაეცნოთ კოსმოსური ხომალდების მისიებისას შეგროვებულ მონაცემებს, ნახოთ უნიკალური ვიზუალიზაციები, ანიმაციები და სურათები.
NASA-ს რეაქტიული ძრავების ლაბორატორიის (JPL) ეს საგანმანათლებლო აპლიკაცია კოსმოსის, ვარსკვლავებისა და პლანეტების მაღალი გარჩევადობის ფოტოსურათებსა და ვიდეოებს გთავაზობთ. მომხმარებლებს მათი შეფასება და სხვებისთვის გაზიარებაც შეუძლიათ. მასალა კატეგორიების მიხედვით არის დახარისხებული და მოკლე აღწერები ახლავს. სურვილის შემთხვევაში კი, შესაბამის ლინკზე გადასვლით, დამატებით ინფორმაციასაც მიიღებთ.
ამ საგანმანათლებლო-გასართობი აპლიკაციით მრავალჯერადი გამოყენების კოსმოსური ხომალდებით Crew Dragon და Starliner სიმულირირებული კომერციული მისიების დაგეგმვასა და განხორციელებას შეძლებთ. ის მოხმარებლებს ასტრონავტების შერჩევის, რაკეტის აგებისა და გაშვების, ეკიპაჟიანი კაფსულის დედამიწის ორბიტაზე გაყვანის, შემდეგ კი მისი საერთაშორისო კოსმოსურ სადგურთან მიერთების საშუალებას აძლევს.
NASA-ს რეაქტიული ძრავების ლაბორატორიის (JPL) მიერ შექმნილი კიდევ ერთი აპლიკაცია დამატებითი რეალობის (AR) ტექნოლოგიაზეა დაფუძნებული. ის მზის სისტემის პლანეტების საკვლევ კოსმოსურ აპარატებს პირდაპირ თქვენს ოთახში გააჩენს. ამისთვის მხოლოდ სმარტფონის კამერით სწორი ზედაპირის დაფიქსირებაა საჭირო, რის შემდეგაც ეკრანზე მარსის როვერის ან იუპიტერისკენ გაგზავნილი ზონდის სამგანზომილებიან მოდელს დაინახავთ.
ეს აპლიკაცია საშუალებას მოგცემთ, დაინახოთ დედამიწა ისე, როგორც მას ჩვენი პლანეტის ორბიტაზე მყოფი ასტრონავტები ხედავენ, თვალი ადევნოთ საერთაშორისო კოსმოსური სადგურის გადაადგილებას, უყუროთ 24-საათიან პირდაპირ ეთერს და NASA-ს ტელეარხს, რომელიც საინტერესო გადაცემებს, დოკუმენტურ ფილმებს, ინტერვიუებსა და სააგენტოს მისიების შესახებ უახლეს ინფორმაციას გთავაზობთ.
ამ აპლიკაციით დედამიწის თანამგზავრების მიერ მოწოდებულ უახლეს მონაცემებს შეიტყობთ. ჰაერის ტემპერატურის, ატმოსფეროში სათბურის აირების კონცენტრაციის, ოზონის შრის მდგომარეობისა და ზღვის დონის ცვლილებების შესახებ ვიზუალიზებული ინფორმაციის მიღების გარდა, მისი საშუალებით სატელიტების სამგანზომილებიან მოდელებსაც დაათვალიერებთ და მათი მუშაობის პრინციპს გაეცნობით.
ლურჯი ვეშაპები კალიფორნიის სანაპიროსთან საეჭვოდ დადუმდნენ - მეცნიერების თქმით, ეს საფრთხის ზრდის ნიშანია კალიფორნიის სანაპიროსთან ლურჯი ვეშაპების ხმა უფრო შესუსტდა, რამაც მეცნიერები შეაშფოთა. ისინი თვლიან, რომ დუმილი ეკოსისტემისთვის საფრთხის გაზრდის...
2025 წლის 9 აგვისტოს სავსე მთვარეა. მას ძველად "ზუთხის" მთვარეს უწოდებდნენ, რადგანაც მრავალი ტომი თევზაობისათვის ზაფხულის ბოლო სავსე მთვარეს საუკეთესო პერიოდად მიიჩნევდა. 9 აგვისტოს სავსე მთვარე ლომ-მერწყულის ღერძის გასწვრივ გაივლის,...
კვირა ის დღეა, როდესაც არ უნდა ვიფიქროთ სამსახურზე ან ყოველდღიურ სირთულეებზე. ბევრი ჩვენგანისთვის დასვენების დღეხ კი შეიძლება სტრესული იყოს, თუ არ ვიცით, როგორ მოვიქცეთ სწორად. გთავაზობთ 10 რჩევას, რომელიც სტრესის მართვასა...
25.05.2025 – სარკისებული დღეა და შეგიძლიათ ფინანსური ბარაქა მარტივად მოიზიდოთ. ეს თარიღი უნიკალურია ასახავს სიმეტრიისა და ენერგეტიკული ჰარმონიის ძლიერ კოდს. ასეთი თარიღები ითვლება ენერგეტიკულ კარიბჭედ, როცა სამყაროსთან კომუნიკაცია ძლიერდება და...
ცარცული პერიოდის ერთი ჭიანჭველას უიღბლო დღე და სიკვდილი, ახლა, 113 მილიონი წლის შემდეგ, მეცნიერებისთვის ფრიად საოცარი რამ აღმოჩნდა. ბრაზილიაში, კირქვაში განმარხებული ციცქნა მწერი ჭიანჭველას ჩვენთვის ცნობილი უძველესი ნიმუშია. უფრო მეტიც,...
დღეს, ქართული მართლმადიდებლური ეკლესია ქრისტიანობის მქადაგებლის და გამავრცელებლის წმინდა ნინოს ხსენების დღეს აღნიშნავს. ეს სახელი სახელი საქართველოში ყველაზე გავრცელებულია. კერძოდ, სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს მონაცემებით, ამ დროისთვის ქვეყანაში 115 671...