,,მახარებს ის ფაქტი,რომ ამ ჯილდოს პირველი მფლობელი მე ვარ! – წერს სოციალურ ქსელში ნიკა ბაძაღუა და ამბობ რომ სახელმწიფო მინისტრის აპარატის (“შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში”) მიერ გამოცხადებული კონკურსის “მშვიდობის ჯილდო ახალგაზრდებისთვის” გამარჯვებული გახდა.
პოსტს უცვლელად გთავაზობთ:
,,ჯერ კიდევ ემოციების ქვეშ ვარ და ვერ გადმოგცემთ, ახლაც კი რასაც ვგრძნობ!
ამ ჯილდოს დაფუძვნების იდეა შარშან წარმოიშვა და წელს პირველად გაიცა და მეტად აღსანიშნავია და მახარებს ის ფაქტი,რომ ამ ჯილდოს პირველი მფლობელი მე ვარ!
უღრმესი მადლობა მინდა გადავუხადო ამ ჯილდოს დამფუძნებაში მონაწილე თითოეულ ადამიანს და განსაკუთრებული მადლობა, სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტს და მის რექტორს, ბატონ ზურაბ ხონელიძეს,რომელმაც წარმადგინა უნივერსიტეტის სახელით ამ კონკურსზე!
დაჯილდოვების შემდეგ,თითქმის ნახევარი საათი გაგრძელდა მოლოცვები!
მილოცავდნენ საქართველოს პარლამენტის დეპუტატები, დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები, ჩემი “სოხუმელები” და ახალგაზრდები!
P.S.
ცხოვრებაში არასდროს დამავიწყდება ოთხი რამ:
1. ნომინაციაში გამარჯვებულის სახელის დასახელებამდე საქმე რომ მივიდა, დარბაზში ყველა იჯდა,გარდა ერთი ადამიანისა და ეს ადამიანი ყველაზე მეტად, ჩემზე მეტადაც კი ნერვიულობდა გამარჯვებულის სახელის დასახელებაზე და ეს ადამიანი გახლდათ ჩემი უძვირფასესი მეგობარი, საიმედო საყრდენი, ბატონი Zurab Khonelidze !
2. გამარჯვებულად როგორც კი დამასახელეს,პირდაპირ ბატონ ზაურ ნაჭყებია ს შევხედე (რადგან კარგად ვიცი გულჩვილობის ამბავი), სიხარულისგან ცრემლებით იხრჩობოდა.
3. არ დამავიწყდება უაღრესად გახარებული, ჩემი აფხაზეთელის ბატონი Dato Jalagonia ს გაღიმებული სახე და გულში ჩაკვრა.
4. არ დამავიწყდება, თითქოს ასაფრენად მომზადებული,როგორი აჩქარებული ნაბიჯებით დაეშვა მოსალოცად ტრიბუნიდან,გორის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი, დიდებული ადამიანი,ბატონი Giorgi Sosiashvili !” – წერს ნიკა ბაძაღუა.