ყვარელში 24 წლის ლევან დოლენჯაშვილს ეძებენ. არსებული ინფორმაციით, ის სოფელ საცხენედან 3 დღის წინ გავიდა და აღარ დაბრუნდა.
ოჯახის წევრების ცნობით, მან ბოლოს სოფლის ახალგაზრდებთან ერთად იქეიფა. დოლენჯაშვილის ძებნის ოპერაციაში როგორც ადგილობრივები, ასევე სამაშველო და სასაზღვრო პოლიციაა ჩართული.