ყაჩაღობა ზუგდიდში – კომენდანტის საათის დროს კედიას ქუჩაზე მდებარე სუპერმარკეტი “ლიბრე” დააყაჩაღეს.
შემთხვევა გუშინ, 6 მარტს, ღამის 4 საათზე მოხდა.
არსებული ინფორმაციით, დამყაჩაღებელმა მაღაზიიდან სიგარეტები წაიღო.
შსს-ში ამბობენ, რომ მომხდარზე გამოძიება სსკ-ს 179-ე მუხლით დაიწყო, რაც ყაჩაღობას გულისხმობს.