ყაზახეთის პრეზიდენტმა ყასიმ-ჟომართ თოყაევმა მთავრობა გადააყენა. ინფორმაცია პრეზიდენტის ადმინისტრაციამ გაავრცელა:
ყაზახეთის რესპუბლიკის კონსტიტუციის 70-ე მუხლის შესაბამისად, მე ვწყვეტ:
1. მიღებულ იქნას ყაზახეთის რესპუბლიკის მთავრობის გადადგომის გადაწყვეტილება.
2. ყაზახეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრის მოვალეობები დროებით დაეკისროს რომან სკლიაარს.
3. ყაზახეთის რესპუბლიკის მთავრობის წევრები აგრძელებენ თავიანთი მოვალეობების შესრულებას მთავრობის ახალი შემადგენლობის დამტკიცებამდე.
4. განკარგულება ამოქმედდეს ხელმოწერის დღიდან.










