LIVE TV
ხუთშაბათი, თებერვალი 26, 2026
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა/ინტერნეტი
  • კონტაქტი
megatv.ge
No Result
View All Result
ახალი ამბები
12+
megatv.ge
  • მთავარი
  • ახალი ამბებიNEWS
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები2020
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკაVIDEO
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზიQuiz
No Result
View All Result
megatv.ge
No Result
View All Result

ყაველაშვილმა კულტურის სფეროს წარმომადგენლები დააჯილდოვა

დაპოსტა 2026/02/26-ში
17
ნახვა
გაზიარება

საქართველოს პრეზიდენტმა, მიხეილ ყაველაშვილმა, საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის და პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის წარდგინებით, კულტურის სფეროს წარმომადგენლები, საქართველოს სახელმწიფო ჯილდოებით – ბრწყინვალებისა და ღირსების ორდენებით დააჯილდოვა.

ლაურეატებს სახელმწიფო ჯილდოები კულტურის სფეროში გამორჩეული მიღწევისა და საქართველოსათვის გაწეული აღმატებული ღვაწლისათვის, ასევე კულტურის სფეროს განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისათვის გადაეცათ.

პრეზიდენტის სასახლეში გამართულ ღონისძიებას  საქართველოს პრეზიდენტის მეუღლე თამარ ბაგრატიონი, პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე, პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი, კულტურის მინისტრი თინათინ რუხაძე, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე სულხან თამაზაშვილი, პარლამენტის წევრები და კულტურის სფეროს წარმომადგენლები დაესწრნენ.

პრეზიდენტმა დაჯილდოებულებს მათი შემოქმედებისთვის მადლობა გადაუხადა და განაცხადა, რომ  მათი სახით საქართველოს ჰყავს  ადამიანები, რომლებიც ქართული კულტურის კიდევ უფრო გამდიდრებაზე ზრუნავენ და ამ საქმეს სამაგალითოდ, ღირსეულად ასრულებენ.

“როგორც მოგეხსენებათ ქართული კულტურა ერთ-ერთი ყველაზე კარგად წარმომჩენია ქართული ტრადიციების, ჩვენი იდენტობის, ჩვენი ხასიათის. ყოველთვის იყო დრო იმისთვის, რომ ჩვენი კულტურა ყოფილიყო მაღალ დონეზე და ადამიანები, რომლებიც ისტორიის მანძილზე ქმნიდნენ ამ უდიდეს შემოქმედებას, დღემდე არიან საჩვენებელი ყველასთვის, არა მარტო საქართველოში, არამედ მთელ მსოფლიოში და ამით ვამაყობთ თითოეული ჩვენგანი.

დარგები, რომელიც შემადგენელია ქართული კულტურის – კინო, მუსიკა, თეატრი, მწერლობა, ამით გამორჩეული ვართ და ყოველთვის ვართ ამაყნი და ვიქნებით დარწმუნებული იმაში, რომ საქართველოში ეს სფერო იქნება  მაღალ დონეზე, იმდენად დიდი ტრადიციაა ქართული კულტურის.

რა თქმა უნდა, ამას ჭირდება გაფრთხილება, ჭირდება  ხელშეწყობა, იმიტომ, რომ ის, რაც აქამდე მოიტანეს ჩვენმა წინაპრებმა აუცილებელია, რომ გადავცეთ ჩვენ მომავალ თაობას. თქვენ ხართ ის ადამიანები, ვინც ყოველდღიურ რეჟიმში ქმნით ამ უდიდეს შემოქმედებას და მინდა ქედი მოვიხარო თქვენს წინაშე.

ჩვენ ბედნიერები ვართ, რომ გვაქვს უნიკალური ქართული კულტურა და ვამაყობთ ამით. ქართველი ხალხისა და სახელმწიფოს სახელით მინდა მოგილოცოთ ეს ჯილდო და გისურვოთ მომავალში წარმატებები”, – განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.

კულტურის სფეროში გამორჩეული მიღწევისა და საქართველოსათვის გაწეული აღმატებული ღვაწლისათვის ბრწყინვალების ორდენით დაჯილდოვდნენ: სს – „ქართული ფილმის“ დირექტორთა საბჭოს წევრი,  კინორეჟისორი მერაბ კოკოჩაშვილი, სსიპ – ქ. თბილისის ზაქარია ფალიაშვილის სახელობის ოპერისა და ბალეტის პროფესიული სახელმწიფო თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი და დირექტორი, საოპერო მომღერალი, პედაგოგი ბადრი მაისურაძე.

კულტურის სფეროს განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისათვის ღირსების ორდენით დაჯილდოვდნენ:სსიპ – საქართველოს სახელმწიფო კამერული გუნდის სამხატვრო ხელმძღვანელი, მუსიკოსი, გუნდის დირიჟორი ჯიქი ჯანგულაშვილი, სსიპ – ქ. თბილისის ზაქარია ფალიაშვილის სახელობის ოპერისა და ბალეტის პროფესიული სახელმწიფო თეატრის სოლისტი, საოპერო მომღერალი გიორგი ანდღულაძე, სსიპ – მწერალთა სახლის დირექტორი ქეთევან დუმბაძე, სსიპ – ქ. თბილისის ზაქარია ფალიაშვილის სახელობის ოპერისა და ბალეტის პროფესიული სახელმწიფო თეატრის სოლისტი, საოპერო მომღერალი ოთარ ჯორჯიკია, საოპერო მომღერალი მიხეილ ქირია, სსიპ – საქართველოს ხელოვნების სასახლის – კულტურის ისტორიის მუზეუმის გენერალური დირექტორი გიორგი კალანდია, შპს  – „Gigastudio“-ს  და შპს – საბავშვო სტუდია „ბზიკების სტუდიოს“ დამფუძნებელი და ხელმძღვანელი გიორგი კუხიანიძე, შპს – აიბი-მთიების სკოლის პედაგოგი, საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს სკოლამდელი და ზოგადი განათლების დეპარტამენტის ზოგადი განათლების კონსულტანტი, საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებლის  სამეურვეო საბჭოს წევრი გრიგოლ მურღულია, ა(ა)იპ – შუახევის კულტურის ცენტრის უხუცესთა ქორეოგრაფიული ანსამბლის „ფესვების“ ქორეოგრაფი ბადრი დარჩიძე, ა(ა)იპ – შუახევის კულტურის ცენტრის უხუცესთა ქორეოგრაფიული ანსამბლის „ფესვების“ მუსიკოს-აკომპანიატორები მინდია ბერიძე და როლანდ ივანაძე, ა(ა)იპ – შუახევის კულტურის ცენტრის უხუცესთა ქორეოგრაფიული ანსამბლის „ფესვების“ მოცეკვავეები: დავით მაკარაძე, ზვიად ბოლქვაძე, თამაზ ბერიძე, ლევან ფუტკარაძე, მაყვალა ბუჩუკური, მიხეილ მელიქიშვილი, მიხეილ ფუტკარაძე, მუხრან დარჩიძე, ნანული გოგიტიძე,  ნოდარ ქარცივაძე, ნოდარ დავითაძე, ნუგზარ ხიმშიაშვილი, რევაზ მჟავანაძე, რუსუდან დარჩიძე, შალვა მიქელაძე, ხასან ხილაძე, ჯემალ ართმელაძე, შოთა დიასამიძე და მიხეილ კაკალაძე (სიკვდილის შემდეგ), სსიპ – ქ. თბილისის ზაქარია ფალიაშვილის სახელობის ოპერისა და ბალეტის პროფესიული სახელმწიფო თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი და დირექტორი, საოპერო მომღერალი, პედაგოგი ბადრი მაისურაძე.

გაზიარება7

დაკავშირებული -პოსტები

იგეგმება 400-500 თანამშრომლის გათავისუფლება- “ენგურჰესი”-ს თანამშრომლები დახმარებას ითხოვენ

თებერვალი 26, 2026
0
მთავარი

შპს ენგურჰესში „რეორგანიზაციის“ პროცესის ფარგლებში 400-500 თანამშრომლის გათავისუფლება იგეგმება. ინფორმაცია მაუწყებელს თავად დასაქმებულებმა მიაწოდეს. მათი თქმით, საწარმოში მიმდინარეობს შტატების შემცირების პროცესი. ენგურჰესის გენერატორები და ძირითადი სამუშაო ნაწილი მდებარეობს გალის რაიონის...

დაწვრილებითDetails

“ეს ავადმყოფი აგვედევნა”- ქუთაისში მოქალაქე სოციალურ ქსელში გაფრთხილებას ავრცელებს

თებერვალი 26, 2026
319
მთავარი

"ფალიაშვილის ქუჩა,13 22:40 სიტუაციას და მომენტს თუ რაც ხდება ყველა საღად მოაზროვნე ხედავთ. გოგონები ვიყავით დაბადებისდღეზე ეს ავადმყოფი აგვედევნა ფალიაშვილამდე გამოგვყვა და იქ მჯდომი რაებსაც აკეთებდა აღარ ვიტყვი ძნელად მისახვედრი...

დაწვრილებითDetails

უკრაინას არ სჭირდება დარიგებები რუსული ნარატივების რეტრანსლატორებისგან- უკრაინის რადას თავმჯდომარე

თებერვალი 26, 2026
19
მთავარი

"გაოცებით წავიკითხე საქართველოს პარლამენტის სპიკერის, შალვა პაპუაშვილის მორიგი ბრალდება უკრაინის მხრიდან თითქოსდა „უმადურობის“ შესახებ იმის გამო, რომ საქართველომ მხარი დაუჭირა გაეროს რეზოლუციას. ამბობენ: ნათქვამი სიტყვა ხანჯალი არ არის - ქარქაშში...

დაწვრილებითDetails

ავარიაში დაღუპული ერთ-ერთი სამხედრო კაპ­რა­ლი ლავ­რენ­ტი მა­კა­რა­ძეა

თებერვალი 26, 2026
400
მთავარი

ტრა­გე­დია დატ­რი­ალ­და ქო­ბუ­ლე­თი - ბა­თუ­მის შე­მოვ­ლით ცენ­ტრა­ლურ სა­ავ­ტო­მო­ბი­ლო გზა­ზე. უმ­ძი­მეს ავ­ტო­საგ­ზაო შემ­თხვე­ვას ორი ადა­მი­ა­ნი ემსხვერ­პლა. ერ­თმა­ნეთს ავ­ტო­ბუ­სი და სატ­ვირ­თო შე­ე­ჯა­ხა. გარ­დაც­ვლი­ლე­ბი არი­ან ახალ­გაზ­რდა მა­მა­კა­ცე­ბი, რომ­ლე­ბიც ავა­რი­ის დროს ავ­ტო­ბუს­ში იმ­ყო­ფე­ბოდ­ნენ. "დღეს,...

დაწვრილებითDetails

ჩვენ ვთხოვეთ, რომ წარმოედგინა საფუძვლები-მაკა ბოჭორიშვილი ბრიტანეთის ელჩის დაბარების საკითხზე

თებერვალი 26, 2026
28
მთავარი

მაკა ბოჭორიშვილმა განცხადება გააკეთა სამინისტროში მიმდინარე შეხვედრაზე დიდი ბრიტანეთის ელჩთან – “ბუნებრივია, ეს გადაწყვეტილება ეფუძნებოდა თბილისიდან გაგზავნილ ინფორმაციას… 40 წუთის განმავლობაში მე არ მომისმენია არცერთი არგუმენტი, რომელიც გაამართლებდა სანქცირების გადაწყვეტილებას”....

დაწვრილებითDetails

ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად სამხედრო მოსამსახურეები დაიღუპნენ

თებერვალი 26, 2026
2.3k
მთავარი

ქობულეთის შემოვლით გზაზე დღეს მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად თავდაცვის ძალების სამხედრო მოსამსახურეები დაიღუპნენ, ამის შესახებ ინფორმაციას თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს. „დღეს, ქობულეთის შემოვლით გზაზე მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევას ემსხვერპლა თავდაცვის ძალების ორი...

დაწვრილებითDetails

“თუ მოჰკრავთ თვალს, აუცილებლად შეგვეხმიანეთ…“ – ოჯახი ახალგაზრდა კაცს ეძებს

თებერვალი 26, 2026
52
მთავარი

თბილისში ახალგაზრდა კაცს ეძებენ. ოჯახი და ახლობლები საზოგადოებას დახმარებას სთხოვენ. როგორც სოციალურ ქსელში გავრცელებულ პოსტში ვკითხულობთ, ჯემალი ხვედელიძე სახლიდან 21 თებერვალს გავიდა. „ვეძებთ ჯემალი ხვედელიძეს. გთხოვთ, გულდასმით წაიკითხეთ და გააზიარეთ...

დაწვრილებითDetails

გზების დეპარტამენტი განცხადებას ავრცელებს

თებერვალი 26, 2026
24
მთავარი

საქართველოს ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, ინტენსიური თოვის გამო, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის საჩხერე(სარეკი)-უზუნთა-შქმერი-ზუდალის საავტომობილო გზაზე დროებით იკრძალება მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა, ხოლო დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის გადაადგილება თავისუფალია.

დაწვრილებითDetails

წვიმა, ქარი, ზღვაზე შტორმი – განახლებული პროგნოზი

თებერვალი 26, 2026
60
ამინდი

გარემოს ეროვნული სააგენტო საქართველოს მოსახლეობას უახლოეს დღეებში მოსალოდნელი ამინდის შესახებ ავრცელებს. სინოპტიკოსების ინფორმაციით, 26 თებერვლიდან პირველ მარტამდე საქართველოში მოსალოდნელია დროგამოშვებით ნალექი წვიმის სახით, ზოგან – ძლიერი, შესაძლებელია ქარის გაძლიერება და...

დაწვრილებითDetails

183 შეკვრად დაფასოებული ნარკოტიკი ამოიღეს – დაკავებულია უცხო ქვეყნის მოქალაქე

თებერვალი 26, 2026
32
მთავარი

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დიდუბე-ჩუღურეთის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ნარკოტიკული საშუალების შეძენა-შენახვისა და უკანონო რეალიზაციის ხელშეწყობის ბრალდებით, ირანის მოქალაქე - 2002 წელს დაბადებული ა.ბ. დააკავეს. უწყების ცნობით, სამართალდამცველებმა...

დაწვრილებითDetails
მეტის ნახვა

კატეგორიები


No Result
View All Result

© 2023 Broadcasting Company «MEGATV» - ყველა უფლება დაცულია სამაუწყებლო კომპანია «მეგაTV».

No Result
View All Result
  • მთავარი
  • ახალი ამბები
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკა
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზი
  • შესვლა!

© 2023 Broadcasting Company «MEGATV» - ყველა უფლება დაცულია სამაუწყებლო კომპანია «მეგაTV».