LIVE TV
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა/ინტერნეტი
  • კონტაქტი
megatv.ge
No Result
View All Result
ახალი ამბები
12+
  • მთავარი
  • ახალი ამბებიNEWS
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები2020
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკაVIDEO
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზიQuiz
No Result
View All Result
megatv.ge
No Result
View All Result
ღია წერილი უწმიდესსა და უნეტარეს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს- ლაშა დეისაძე-შარვაშიძე

ღია წერილი უწმიდესსა და უნეტარეს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს- ლაშა დეისაძე-შარვაშიძე

დაპოსტა 2022/03/10-ში
A A
220
ნახვა
გაზიარება

ღია წერილი უწმიდესსა და უნეტარეს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქსა და მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსს და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტს ილია მეორესა და საქართველოს სამოციქულო მართლმადიდებელი ეკლესიის წმიდა სინოდს

თქვენო უწმიდესობავ და უნეტარესობავ!

მაღალყოვლადუსამღვდელოესნო და ყოვლადუსამღვდელოესნო მღვდელმთავარნო!

ჩვენს მოძმე უკრაინაში შექმნილმა მიმდინარე უკიდურესად მძიმე და ტრაგიკულმა ვითარებამ შეძრა ცივილიზებული მსოფლიო. რუსეთის აგრესორი და ოკუპანტი სახელმწიფოს ბოროტება ყოველგვარ ზღვარს გასცდა უკრაინის ტანჯულ მიწაზე მრავალვნებული უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ.

მსგავსი მდგომარეობა იგივე ოკუპანტი სახელმწიფოსგან არაერთგზის განუცდია საქართველოს, მათ შორის სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობისა და საეკლესიო ავტოკეფალიის უხეში ხელყოფისა და გაუქმების სახით რუსეთის სახელმწიფოსა და ეკლესიიდან.

ამჟამად უკრაინაში რუსეთის მიერ შექმნილი უკიდურესად ტრაგიკული ვითარება ამავდროულად, საქართველოს უძველეს სამოციქულო საპატრიარქო საყდარს აძლევს უნიკალურ ისტორიულ შანსს, რომ სცნოს და აღიაროს უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის ავტოკეფალია და დაამყაროს მასთან ევქარისტიული კავშირი.

მსოფლიო საპატრიარქოს მხრიდან უკრაინის ეკლესიისთვის ავტოკეფალია მინიჭებულია კანონიკური ნორმების სრული დაცვით, საეკლესიო ისტორიული გამოცდილებისა და ტრადიციის გათვალისწინებით. ამ მიმართულებით საკითხისადმი პირუთვნელი და ღირსეული მიდგომის შემთხვევაში საქართველოს ეკლესიას არ გააჩნია კანონიკური თუ ისტორიული წინაღობე უკრაინის ეკლესიის ავტოკეფალიის აღიარებისთვის.

მისასალმებელია საქართველოს სამოციქულო მართლმადიდებელი ეკლესიის ზოგიერთი ამბიონიდან გაკეთებული უკრაინის მხარდამჭერი და რუსეთის მამხილებელი განცხადებები, ასევე საქართველოს საპატრიარქოს მიერ ორგანიზებული ჰუმანიტარული დახმარების გაგზავნა უკრაინაში, თუმცა, თუ საქართველოს ეკლესია სწორედ ახლა და ამ დროს, უკრაინაში მიმდინარე უმძიმესი ვითარებისას არ დაიწყებს ოფიციალურ სინოდურ განხილვას უკრაინის ეკლესიის ავტოკეფალიის აღიარებისათვის და მიმდინარე ეტაპზევე არ აღიარებს უკრაინის ეკლესიის ავტოკეფალიას, საქართველოს ეკლესიის მიერ განხორციელებული ზემოთ ხსენებული ყოველი აქტივობა ისტორიის მიერ სრულიად ობიექტურად და სამართლიანად შეფასდება, როგორც არაგულწრფელი და დროსა და ვითარებაზე გარკვეული ქვეგრძნობებით კარნახის შედეგად განხორციელებული ქმედებები და არა ქრისტესმიერი და რეალური თანადგომა უკრაინისა და უკრაინელი მართლმადიდებელი ერის მიმართ.

თუ საქართველოს ეკლესიის წმიდა სინოდს გააჩნია მოსაზრება, რომ უკრაინის ეკლესიის ავტოკეფალიის აღიარების შემთხვევაში, რუსეთის ეკლესია მიიტაცებს აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონს, მოგახსენებთ, რაც თქვენც საუკეთესოდ უწყით, რომ რუსეთის ეკლესიას მრავალი წელია უკვე განხორციელებული აქვს აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის საეკლესიო ოკუპაცია, რაც გამოიხატება შემდეგი ფაქტებით:

რუსეთის ეკლესიამ ქ. ცხინვალში ააგო და აკურთხა თავისი იურისდიქციის ტაძარი, რომელიც მოქმედია; მოსკოვის საპატრიარქოს სასულიერო პირები ანტიკანონიკურად მღვდელმოქმედებენ აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში, მაშინ, როდესაც ამ ძირძველ ქართულ ტერიტორიებზე ქართველი სამღვდელოება ვერც კი შედის;

მოსკოვის საპატრიარქო და რუსეთის პატრიარქი, დღემდე პრინციპულად და მიზანმიმართულად, ოფიციალური დემონსტრირებით არ სცნობენ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ტიტულატურაში “ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტს” და არც ღვთისმსახურებისას, არც ოფიციალური მიმართვისას და არც დოკუმენტებში სრული ტიტულატურით არ იხსენიებენ საქართველოს სამოციქულო ეკლესიის მეთაურს;

აფხაზეთში მოქმედი ერთ-ერთი სქიზმატური ფრთის ლიდერი, მღვდელი ბესარიონ აპლია (ფილია) მიღებული პიროვნებაა მოსკოვის საპატრიარქოს კარზე და მას საეკლესიო ჯილდოებიც აქვს ნაბოძები რუსეთის პატრიარქისგან, მღვდელი ბესარიონი წირვა-ლოცვისას იხსენიებს მოსკოვისა და სრულიად რუსეთის პატრიარქის სახელს, ხოლო ამ უკანასკნელს არასდროს გაუკეთებია მოწოდება აპლიასადმი, რომ იქ, სადაც არ არის რუსეთის ეკლესიის კანონიკური სივრცე და სამწყსო იმყოფება საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ომოფორის ქვეშ, არ მოიხსენონ რუსეთის პატრიარქი;

რუსეთის ეკლესია აღიარებს აფხაზეთსა და ე.წ. სამხრეთ ოსეთს, როგორც დამოუკიდებელ სახელმწიფოებს და მათ “პრეზიდენტებს” მოსკოვისა და სრულიად რუსეთის პატრიარქი კირილე უგზავნის მილოცვისა თუ სხვა სახის ოფიციალურ წერილებს; რუსეთის პატრიარქი ორივე სეპარატისტული რეჟიმის ლიდერებს იღებს, როგორც ოფიციალური სახელმწიფოების მეთაურებს – პრეზიდენტებს. სხვა რაღა უნდა მოიმოქმედოს რუსეთის ეკლესიამ, მისმა პატრიარქმა და მაღალიერარქიამ აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში?!

თუ შიშობთ, რომ მოსკოვის საპატრიარქო ამ ძირძველ ქართულ მიწებზე განამწესებს ეპისკოპოსებს, რეალურად არც ეს იქნება სიახლე, რადგან რუსეთის ეკლესიის ვლადიკავკაზისა და ალანიის ეპარქიის მმართველი მღვდელმთავარი არაოფიციალურად მრავალი წელია მართავს საეკლესიო ცხოვრებას ცხინვალის რეგიონში, ხოლო აფხაზეთში რუსეთის ეკლესიის მღვდელმთავართა მიერ ხელდასხმული სამღვდელოება აღასრულებს თვითნებურად მსახურებებს.

მაშასადამე, საქართველოს ეკლესიას არავითარი რეალური ფაქტორი არ აკავებს, რომ ამ ურთულეს და ტრაგიკულ საომარ ვითარებაში, რუსეთის მხრიდან უკრაინის წინააღმდეგ განხორციელებული უკიდურესი აგრესიის ფონზე, რეალურად და ქმედითად და არა მოჩვენებითად თანადგომა გამოუცხადოს უკრაინასა და უკრაინელ მართლმადიდებელ ერს და ოფიციალურად აღიაროს და სცნოს უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის ავტოკეფალია და ევქარისტიული კავშირი დაამყაროს მასთან.

გარდა ყოველივე ჩამოთვლილისა, ასევე, საქართველოს ეკლესიის მხრიდან ამ ისტორიული და პირუთვნელი ნაბიჯის გადადგმას ითხოვს ის ორას წელზე მეტი დროის სახელმწიფოებრივი და საეკლესიო ოკუპაცია, რომელსაც დღემდე განიცდის საქართველო რუსეთის საერო და საეკლესიო მმართველობიდან.

გაიხსენეთ რუსეთში გადასახლებული თვალცრემლიანი აღმოსავლეთ საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ანტონ მეორე, რომელიც რუსებს ემუდარებოდა სამშობლოში დაბრუნებას და მას ამის ნება არ მისცეს და არც გარდაცვალების შემდგომ აღირსეს მშობლიური მიწა!

გაიხსენეთ რუსების მიერ ვერაგულად შეპყრობილი და მოკლული დასავლეთ საქართველოს საკათოლიკოსოს გამგებელი, ქუთათელი მიტროპოლიტი დოსითეოსი და ასევე, მასთან ერთად შეპყრობილი და რუსეთში გადასახლებაში სულამოხდილი გაენათელი მიტროპოლიტი ექვთიმე!
გაიხსენეთ რუსთაგან დევნა და გადასახლებანი: სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქების კირიონ მეორისა და ამბროსის, მათი აღმსარებლობა და ცრემლდენა რუსთა ვერაგობის გამო!
გაიხსენეთ რუსული მმართველობის მიერ დახვრეტილი ქუთათელი მიტროპოლიტი ნაზარი და მისი სამღვდელო კრებული!
გაიხსენეთ რუსეთის მიერ წამებული და რეპრესირებული მრავალი ქართველი საერო და სასულიერო მოღვაწე და ყოველივე ამის გააზრებით, ზემოთ ჩამოთვლილ კანონიკურ და თანამედროვე ფაქტორებთან ერთად, უკრაინისადმი თანადგომა წარმოაჩინეთ მისი ამჟამად ერთადერთი რეალური გამოხატულებით: აღიარეთ უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის ავტოკეფალია!

უწმიდესო და უნეტარესო, მაღალყოვლადუსამღვდელოესნო, ყოვლადუსამღვდელოესნო მეუფენო, დროში გარდაუვალი პროცესია უკრაინის ეკლესიის ავტოკეფალიის საყოველთაო აღიარება მსოფლიო მართლმადიდებელი ეკლესიის, მათ შორის საქართველოს ეკლესიის მიერ, თუმცა, როდესაც ეს იქნება თავისთავადი პროცესი, მაშინ ამას საქართველოს ეკლესიისათვის არავითარი ისტორიული ფასი და მნიშვნელობა აღარ ექნება! სწორედ, ახლა, ამჟამად გააჩნია საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიას მაღალი დონისა და ფასის ისტორიული შანსი, რომ სცნოს და აღიაროს უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის ავტოკეფალია და ამით კიდევ ერთი ქრისტიანული თავდადებით აღსავსე უმნიშვნელოვანესი მოვლენა ჩაიწეროს საქართველოს უძველესი სამოციქულო საპატრიარქო ეკლესიის მრავალსაუკუნოვან ისტორიაში!

ქრისტესმიერი შვილობრივი სიყვარულით

ლაშა დეისაძე-შარვაშიძე

ისტორიის დოქტორი (საქართველოს ეკლესიის ისტორიის მკვლევარი), თეოლოგიის მაგისტრი

10.03.2022

გაზიარება88

დაკავშირებული -პოსტები

„საირმეს რეკრეაციულ ფერმაში“ ეკოგანათლების პროექტი იწყება: პრაქტიკაზე დაფუძნებული სწავლება და სახალისო აქტივობები

by მეგა TV
მარტი 31, 2026
0
„საირმეს რეკრეაციულ ფერმაში“ ეკოგანათლების პროექტი იწყება: პრაქტიკაზე დაფუძნებული სწავლება და სახალისო აქტივობები
მთავარი

საირმის უნიკალური ეკოსისტემა, რომელიც წლებია, ვიზიტორებისთვის გამორჩეული და საინტერესო ადგილია, ახალ ფუნქციას იძენს. „საირმეს რეკრეაციული ფერმა“ ეკოსაგანმანათლებლო პროექტს იწყებს, რომელიც სკოლის მოსწავლეებს საშუალებას მისცემს, საკლასო ოთახებში მიღებული თეორიული ცოდნა რეალურ...

დაწვრილებითDetails

ვალუტის განახლებული კურსი

by მეგა TV
მარტი 31, 2026
0
რა ეღირება დოლარი და ევრო 9 აგვისტოს?
ეკონომიკა

აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.7015 ლარი გახდა. ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.7015 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.6998 ლარი იყო. შესაბამისად,...

დაწვრილებითDetails

“მსგავსი ჩარევა სხვა ადგილობრივი ეკლესიის მხრიდან ჩვენთვის წარმოუდგენელია” – დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე რუსეთის დაზვერვის სამსახურის განცხადებაზე

by მეგა TV
მარტი 31, 2026
0
სახელმწიფოს მხრიდან ეს არის შემოთავაზება, თავაზიანობის აქტი, რომელიც გულისხმობს საკონსტიტუციო ჩანაწერით ეკლესიის სტატუსის გაძლიერებას – ანდრია ჯაღმაიძე
მთავარი

მსგავსი ჩარევა სხვა ადგილობრივი ეკლესიის მხრიდან, რომელიც არ უნდა იყოს, ჩვენთვის წარმოუდგენელია და მიგვაჩნია ეს სრულიად შეუძლებლად, - ასე ეხმაურება „ინტერპრესნიუსთან“ საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელი, დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე რუსეთის საგარეო...

დაწვრილებითDetails

რუსეთის დაზვერვის განცხადებით, მსოფლიო პატრიარქი ბართლომეოსი საქართველოს მართლმადიდებლურ ეკლესიაზე გავლენის გაძლიერებას ცდილობს

by მეგა TV
მარტი 31, 2026
0
რუსეთის დაზვერვის განცხადებით, მსოფლიო პატრიარქი ბართლომეოსი საქართველოს მართლმადიდებლურ ეკლესიაზე გავლენის გაძლიერებას ცდილობს
მთავარი

რუსეთის საგარეო დაზვერვის სამსახურის განცხადებით, კონსტანტინოპოლის პატრიარქი ბართლომეოსი „აგრძელებს მართლმადიდებლობაში განხეთქილების მზაკვრული ხაზის შენარჩუნებას და ამჯერად აპირებს ისარგებლოს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია II-ის გარდაცვალებით და საქართველოს მართლმადიდებლურ ეკლესიაზე თავისი გავლენა გააძლიეროს“....

დაწვრილებითDetails

ცივი იარაღით გულ-მკერდის არეში რამდენიმე ჭრილობა მიაყენა – სასტიკი მკვლელობა თბილისში

by მეგა TV
მარტი 31, 2026
0
დიდ დიღომში, განზრახ მკვლელობის მცდელობისთვის დაკავებულებს ბრალი წაუყენეს
მთავარი

საქართველოს პროკურატურის ინფორმაციით, თბილისის საქალაქო სასამართლომ თბილისში მომხდარი განზრახ მკვლელობისათვის ბრალდებული დამნაშავედ ცნო. სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ 2025 წლის 13 ივლისს, თბილისში, ლოტკინის დასახლებაში, ურთიერთშელაპარაკებისას ბრალდებულმა დაზარალებულს, ცივი იარაღით...

დაწვრილებითDetails

თებერვალში საქართველოს ეკონომიკა 8.8%-ით გაიზარდა – საქსტატი

by მეგა TV
მარტი 31, 2026
0
იანვარში საქართველოს ეკონომიკა 11.1 პროცენტით გაიზარდა – საქსტატი
ეკონომიკა

საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, წინასწარი შეფასებით, 2026 წლის თებერვალში წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის (მშპ) ზრდამ 8.8% შეადგინა, ხოლო იანვარ-თებერვლის საშუალო მაჩვენებელი 8.4%-ია. როგორც „საქსტატის“ მიერ...

დაწვრილებითDetails

გამწარებული ვარ, მაგრამ ვარ ამაყი!!!-მოკლული მასწავლებლის დედა მიმართვას ავრცელებს

by თამარა ქავთარაძე
მარტი 31, 2026
0
არ მიმატოვოთ ბრძოლაში მარტო!  მიჭირს! უსაშველოდ მიჭირს! – მოკლული მასწავლებლის დედა მიმართვას ავრცელებს
მთავარი

მოკლული მასწავლებლის, გიგა ავალიანის დედა, ეკა კუპატაძე მიმართვას ავრცელებს: გამწარებული ვარ, მაგრამ ვარ ამაყი!!! მიჭირს ხალხთან ღია ურთიერთობა, მრცხვენია სიცოცხლის, ამიტომ სახლიდან არ გავდივარ. მაგრამ გიგას საქმეზე მიწევს ხოლმე გასვლა....

დაწვრილებითDetails

კვირის ფინანსური პროგნოზი ზოდიაქოს ყველა ნიშნისთვის

by მეგა TV
მარტი 31, 2026
0
ზოდიაქოს ეს ნიშნები 2025 წელს გამდიდრდებიან
მთავარი

ახალი კვირა ფინანსურ კუთხით ცვლილებებისა და გადაწყვეტილებების პერიოდია. ზოგისთვის ეს იქნება შესაძლებლობების გაფართოება, სხვებისთვის — ხარჯების გადახედვისა და სიფრთხილის დრო. ♈ ვერძი კვირა აქტიურად იწყება. შესაძლოა დამატებითი შემოსავლის წყარო გაჩნდეს,...

დაწვრილებითDetails

ქუთაისში სააღდგომოდ სასაფლაოები იწმინდება

by თამარა ქავთარაძე
მარტი 31, 2026
0
სასაფლაო
მთავარი

" 13 საქალაქო სასაფლაოზე ინტენსიურად მიმდინარეობს გაწმენდითი სამუშაოები და დაგროვილი ნარჩენების გატანა. აღდგომის დღესასწაულთან დაკავშირებით, აქტიურად იწმინდება ქუთაისის 13 საქალაქო სასაფლაოსთან მისასვლელი ცენტრალური გზები და შიდა ბილიკები, ასევე მიმდინარეობს სასაფლაოების...

დაწვრილებითDetails

ჯარიმა 500-დან 2000 ლარამდეა

by მეგა TV
მარტი 31, 2026
0
„ჯარიმა 120 ლარიდან 3 000 ლარამდე“ – საყურადღებო ინფორმაცია მოქალაქეებისთვის
მთავარი

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო, ბზობის დღესასწაულის მოახლოებასთან დაკავშირებით, ბზის მოჭრაზე კონტროლს ამკაცრებს. სამინისტროს პრესსამსახურის ცნობით, ბზის მოჭრა, ამოძირკვა ან ტოტების დაზიანება დასჯადი ქმედებაა. სანქციის ოდენობა გაზრდილია და 500-დან...

დაწვრილებითDetails

კატეგორიები


  • მთავარი
  • ახალი ამბები
  • ქვიზი
  • ჯგუფი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"

No Result
View All Result
  • მთავარი
  • ახალი ამბები
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკა
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"