ქურდული სამყაროს წევრობისა და მათი მხარდაჭერისთვის დაკავებული 25 ბრალდებულიდან ათს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა.
დაკავებულთა ადვოკატებმა შუამდგომლობით მიმართეს მოსამართლეს და ნაწილის შემთხვევაში, გირაოს სახით თანხის გადახდა, ნაწილისთვის კი აღკვეთის გარეშე დატოვება მოითხოვეს, თუმცა მოსამართლემ შუამდგომლობა არ გაითვალისწინა და დაკავებულები პატიმრობაში დატოვა.
შსს-ს ინფორმაციით, ექვსთვიანი კომპლექსური ოპერატიული და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, საქართველოს მასშტაბით, „ქურდული სამყაროს“ საქმიანობის მხარდაჭერის და „კანონიერი ქურდისთვის“ მიმართვის ბრალდებით სამართალდამცველებმა 25 პირი დააკავეს. ამავე ბრალდებით სასჯელაღსრულების დაწესებულებებში ბრალი წარედგინება დამატებით ოთხ პირს.









