ესპანეთში 4 ქართველი დააკავეს – ამის შესახებ ინფორმაციას ესპანური მედია ავრცელებს. გამოცემის ცნობით, ქართველები 12 აპრილს ბინის გაქურდვის მცდელობისთვის დაიჭირეს.
სასამართლომ ოთხივე მათგანისთვის დეპორტაციისა და 8 წლით, ქვეყანაში შესვლის აკრძალვის გადაწყვეტილება მიიღო
სტატიის თანახმად დაკავებულებმა სასამართლო პროცესზე დანაშაული აღიარეს. მათ სახლიდან ვერაფრის წაღება ვერ მოასწრეს, რადგან სახლის მეპატრონემ თავად ხმაური გაიგო და პოლიცია გამოიძახა.
4 ქართველს ესპანეთის დასატოვებლად ორკვირიანი ვადა მიეცათ. წინააღმდეგ შემთხვევაში, პატიმრობა ემუქრებათ.