ქუთაისის საქალაქო სასამართლომ იურისტის ირაკლი მხეიძის შუამდგომლობის საფუძველზე ,,ქუთექსის’’ საბანკო ანგარიშებსა და მოძრავ ქონებას ყადაღა დაადო.
სარჩელის საფუძველი შპს-ეს მხრიდან თანამშრომლების შრომითი უფლებების დარღვევა გახდა . ირაკლი მხეიძისა და “ქუთექსი”-ს სამკერვალო საწარმოში დასაქმებულთა განმარტებით პერმანენტულად ადგილი ქონდა ხელფასების დაგვინებას და სხვა სახის დარღვევბს. “ჩვენ არა ერთხელ მივმართეთ ხელმძღვანელობას თუმცა ჯეროვანი პასუხი ვერ მივიღეთ”-განაცხადეს “ქუთექსი”-ს თანამშრომლებმა საპროტეტსო აქციაზე.
“საწარმოს დირექტორი დაპირებების მიუხედავად, არ ასრულებს მასზე დაკისრებულ მოვალეობებს. იგი იმყოფება საზღვარგარეთ და არ გამოდის ჩვენთან უშუალო კონტაქტზე.”-განაცხადეს მათ.