ქუთაისში, 8 აგვისტოს მემორიალის რეაბილიტაციისთვის ტენდერი გამოცხადდა (NAT250013392).
სატენდერო დოკუმენტაციის თანახმად, აღმაშენებლის გამზირზე არსებული მინის პირამიდის ფორმის კონსტრუქცია უნდა მოიხნას და ახალი ქანდაკება დაიდგას.
სატენდერო მონაცემების მიხედვით 8 აგვისტოს მემორიალის მიმდებარე ტერიტორია წითელსა და მწვანე ფერებში უნდა მოეწყოს.
სამუშაოებისთვის 164`623.00 ლარია გამოყოფილი. კომპანიამ, რომელიც აღნიშნულ ტენდერში გაიმარჯვებს სამუშაოები ხელშეკრულების დადებიდან 60 კალენდარული დღეში უნდა დასრულდეს.
სატენდერო დოკუმენტაციაში მოცემულია თუ როგორი იქნება ვიზუალურად 8 აგვისტოს დაღუპულთა მემორიალი რეაბილიტაციის შემდეგ.
წლების განმავლობაში ქუთაისში, აგვისტოს ომში დაღუპული მეომრების მემორიალი სავალალო მდგომარეობაში იყო. მას პერიოდულად, 8 აგვისტოსთვის აწესრიგებდნენ.