ქუთაისში, მრავალსართულიანი ბინების ფასადების რეაბილიტაცია იგეგმება, რისთვისაც მერიამ ტენდერი (NAT250012835) გამოაცხადა.
სატენდერო დოკუმენტაციის მიხედვიტ 29 ბინის ფასადის რეაბილიტაციაზე, 9 708 183 ლარი (სავარაუდო ღირებულება) დაიხარჯება.
სატენდერო დოკუმენტაციის მიხედვით, პროექტი მოიცავს როგორც ფასადების რეაბილიტაციის დეტალური საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის მომზადებას, ისე სამშენებლო სამუშაოების შესრულებას.
სარეაბილიტაციო ობიექტების ჩამონათვალი:

როგორც სახელმწიფო შესყიდვის დოკუმენტში ვკითხულობთ, 2025 წლის ბიუჯეტით ანაზღაურებული იქნება მხოლოდ 4 733 188 ლარის შესრულებული სამუშაოების ღირებულება, ხოლო დანარჩენი შესრულებული სამუშაოების ღირებულება ანაზღაურდება 2026 წლის ბიუჯეტით.
შემსყიდველთან შეთანხმებული დეტალური პროექტის საფუძველზე, სამშენებლო სამუშაოების წარმოების საბოლოო ვადად, ხელშეკრულების გაფორმებიდან არაუგვიანეს 2026 წლის 30 მაისია განსაზღვრული.
წინადადების მიღება 2 აგვისტოს იწყება და 7-ში სრულდება.