ქუთაისში 231 გამოკვეულიდან კორონავირუსი არც ერთს დაუდასტურდა. დაავადებათა კონტროლის ცენტრის იმერეთის სამმართველოს უფროსის, გოჩა გიორგიძის ინფორმაციით, კვლევა სატვირთო ავტომობილების მძღოლებს, იმერეთის რეგიონში არსებულ სამედიცინო დაწესებულებებში მოთავსებულ პაციენტებს და გეგმურად მედპერსონალს ჩაუტარდა.
რეგიონის კარანტინის სივრცეებში ვითარება არ შეცვლილა და ამ დროისთვის ჯამში 300 პირი იმყოფება.










