ქუთაისის მერია 2 საპირფარეშოს რეკონსტუქრეა-რეაბილიტაციისთვის და 7 ადმინისტრაციული ერთეულის შენობის ნაწილობრივი რეაბილიტაციისთვის საჭირო საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის შედგენისთვის ტენდერი გამოაცხადა.
ტენდერის (NAT190020622) მიხედვით ქალაქ ქუთაისში, ცენტრალურ ბულვარში და და წითელ ხიდთან არსებული საპირფარეშოს რეკონსტრუქცია-რეაბილიტაციისა და ქალაქის 7 ნიკეას, მუხნარის, ძელქვიანის, უქიმერიონის, ავტოქარხნის, ვაკისუბნის და საფიჩხიის ადმინისტრაციული ერთეულების შენობებისთვის ნაწილობრივი რეაბილიტაციისთვის საჭირო საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის შედგენაა დაგეგმილი.
შესყიდვის სავარაუდო ღირებულება 7 000 ლარია, თუმცა უცნობია კონკრეტულად როგორ გადანაწილდება თანხები საპირფარეშოებისა და ადმინისტრაციული ერთეულების შენობებისთვის.
ტენდერისთვის წინადადებების მიღება 9-დან 12 ნოემბრის ჩათვლით მოხდება.
საპირფარეშოების პრობლემა ქუთაისში უკვე კარგად ხანია მწვავედ დგას. აღნიშნულ თემა მოქალაქეებმა არაერთხელ გააპროტესტეს. მათ ამ საკიტხის მოგავრებით მერიას ინიციატივითაც მიმართეს.