23-24 ნოემბერს, ლადო მესხიშვილის სახელობის თეატრში „ქუთაისის წიგნის ფესტივალი გაიმართება“.
როგორ „პალიტრა L“-დან იწუყებიან, 23 ნოემბერს, 17:00 საათზე მკითხველს “გახდი ბესტსელერის ავტორის” გამარჯვებული ავტორები: თათული ღვინიანიძე, ნიკოლოზ ტოტოღაშვილი და ნანი მანველიშვილი შეხვდებიან. ღონისძიებაზე მკითხველს ნიკოლოზ ტოტოღაშვილი ლექსების კრებულს – “შავი ფურცელი” წარუდგენს.
დებიუტანტი ავტორი – ნანი მანველიშვილი კი წარადგენს რომანს – “ოდისევსის სინდრომი”, რომელიც აფხაზეთიდან დევნილობასა და ემიგრაციას ეხება.
მოსულ სტურებს, ექნებათ შესაძლებლობა, დაუსვან კითხვები ავტორებს, აიღონ მათგან ავტოგრაფები და გადაიღონ ფოტოები.
„ძალიან გვიხარია, რომ წიგნის ფესტივალს ამჯერად ქუთაისი მასპინძლობს. წარმოდგენილი იქნება ჩვენი ახალი გამოცემები. სპეციალურად ამ დღისთვის გაკეთდება ფასდაკლებები, აქციები, სხვადასხვა სახის აქტიოვობები, სტუმრებს ელის ბევრი სიურპრიზი. ვფიქრობთ, რომ საინტერესო ორი დღე გამოვა და ყველას მოვუწოდებ შვილებთან ერთად, აუცილებლად გვესტუმროს ფესტივალზე“, – აცხადებს „პალიტრა L“- ის მარკეტიგნის ხელძღვანელი ანანო თავხელიძე.
ფესტივალი „ქუთაისის მერიისა“ და გამომცემლობა „პალიტრა L“- ის ორგანიზებით ტარდება.