ქუთაისში ”შავი პრინცის” სახელობის სკვერი გაიხსნება – ამის შესახებ სოციალურ ქსელ ფეისბუკში სალომე ასათიანი წერს. როგორც კომენტარებში ვკითხულობთ სკვერი კინო ქუთაისთან, მე-13 საჯარო სკოლის მიმდებარე ტერიტორიაზე გაიხსნება.
”მეგა ტვ” პოსტს უცვლელად გთავაზობთ:
”თანაქალაქელებო, ჩვენს ქალაქს შეემატება “შავი პრინცის” სახელობის სკვერი, ქუთაისის მერიის მხარდაჭერით.
მოქალაქეების ჩართულობისთვის მალე შეიქმნება გვერდი, სადაც დაიდება ნებისმიერი წინ გადადგმული ნაბიჯი.
ერთად დგომა საჭიროა…” – წერს სალომე ასათიანი.