ქუთაისში ქვეითს ავტომობილი დაეჯახა. შემთხვევა ცოტა ხნის წინ ბალახვანში, წერეთლის ქუჩაზე მოხდა.
როგორც თვითმხილვლები ამბობენ ავტომობილი შუა ხნის ქალს დაეჯახა. მათივე თქმით, ქალი სასწრაფო დახმარების ბრიგადამ უგონო მდგომარეობაში საავადმყოფოში გადაიყვანა.
ადგილზე იმყოფებოდა პოლიციის ბრიგადა.









