ქუთაისში, აღმაშენებლის გამზირზე ქვეითებს ავტომობილი შეეჯახა.
შემთხვევა ,,კარფურის” მიმდებარე ტერიტორიაზე რამდენიმე საათის წინ მოხდა.
როგორც თვითმხილველები ამბობენ, ორი დაშავებული ქვეითი სასწრაფო დახმარების ბრიგადამ საავადმყოფოში გადაიყვანა.
ადგილე მობილიზებული იყო საპატრულო პოლიცია.
აღმაშენებლის გამზირზე მცხოვრები ადამიანები გზაზე კამერების დაყენებას მოითხოვენ, რადგან მათი თქმით აღნიშნულ მონაკვეთზე ავარიები ხშირია.