ავარიას ქალბატონის სიცოცხლე ემსხვერპლა. როგორც ჩვენთვის ცნობილი ხდება ავარია ქუთაისი-წყალტუბოს გზაზე სოფელ ბანოჯის გადასახვევთან მოხდა. მძღოლი შემთხვევის ადგილიდან მიიმალა, ის მოგვინებით საპატრულო პოლიციის ეკიპაჟმა დააკავა. ინფორმაციას სოციალურ ქსელში მოქალაქე ავრცელებს.
“ქალი საქონელს მიდენიდა, როდესაც მას დიდი სიჩქარით მოძრავი ავტომობილი დაეჯახა, ქალბატონმა მძიმე დაზიანებები მიიღო და სამწუხაროდ გარდაიცვალა”- გვიყვებიან თვითმხილველები
შსს-ს ინფორმაციით გამოძიება 276-ე მუხლითაა დაწყებული, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.