ქუთაისში ფსიქიკური ჯანმრთელობისა და ნარკომანიის პრევენციის ცენტრი ახალ შენობაში გადავიდა. ცენტრის გენერალური დირექტორის პირველი მოადგილის გური მერაბიშვილის განმარტებით ამის მიზეზი წინა შენობის ინფრასტრუქტურული გაუმართაობა და მისი ადგილმდებარეობა იყო. მედიკამენტების გაცემასთან ერთად აქ ამბულატორი ცენტრის მოწყობაც იგეგმება, სადაც ნებისმიერ ადამიანს ნარკოლოგიური შემოწმების გავლა შეეძლება. ცენტრი ყოველდღიურად 800-მდე პაციენტს ემსახურება.
რა ვითარებაა კურსებში – გარემოს ეროვნული სააგენტო განცხადებას ავრცელებს
სოფელ კურსებში განვითარებულ მეწყრულ პროცესებტან დაკავშირებით გარემოს ეროვნული სააგენტო განცხადებას ავრცელებს. "გარემოს ეროვნული სააგენტოს სპეციალისტები ტყიბულის მუნიციპალიტეტში, სოფელი კურსებში რჩებიან და როგორც სტიქიის ზონაში, ისე მის მიმდებარე ტერიტორიებზე ადგილზე სწავლობენ...









