LIVE TV
ხუთშაბათი, თებერვალი 19, 2026
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა/ინტერნეტი
  • კონტაქტი
megatv.ge
No Result
View All Result
ახალი ამბები
12+
megatv.ge
  • მთავარი
  • ახალი ამბებიNEWS
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები2020
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკაVIDEO
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზიQuiz
No Result
View All Result
megatv.ge
No Result
View All Result

ქუთაისში, უცხო ქვეყნის ორი მოქალაქეა დაკავებული, რომლებიც ბირთვული მასალა ურანისა და რადიოაქტიური ნივთიერების უკანონო შეძენას გეგმავდნენ

დაპოსტა 2026/02/19-ში
606
ნახვა
გაზიარება

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ ბოლო დღე ნახევრის განმავლობაში საქართველოს სხვადასხვა რეგიონში ჩატარებული რამდენიმე ღონისძიების შედეგად 13 სხვადასხვა სისხლის სამართლის საქმეზე, დაკავებული და პასუხისგებაში მიცემულია 29 პირი, – ამის შესახებ სუს-ის უფროსის პირველმა მოადგილემ ლაშა მაღრაძემ უწყებაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

მისივე თქმით, კვლავ სერიოზულ გამოწვევად რჩება ე.წ. „შუა რგოლის კორუფცია“.

„სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ ბოლო დღე ნახევრის განმავლობაში საქართველოს სხვადასხვა რეგიონში ჩატარებული რამდენიმე ღონისძიების შედეგად 13 სხვადასხვა სისხლის სამართლის საქმეზე, დაკავებული და პასუხისგებაში მიცემულია 29 პირი.

პირველ რიგში, მოგიყვებით იმ ღონისძიების შესახებ, რომელიც კონტრდაზვერვისა და სპეციალური ოპერაციების დეპარტამენტების თანამშრომლებმა ერთობლივად ჩაატარეს. ოპერატიული ინფორმაციის დამუშავების შედეგად, ბირთვული და რადიოაქტიური ნივთიერებების უკანონო შეძენის მცდელობისას, ქუთაისში, უცხო ქვეყნის ორი მოქალაქეა დაკავებული, რომლებიც გეგმავდნენ ბირთვული მასალა ურანისა და რადიოაქტიური ნივთიერება ცეზიუმ 137-ის უკანონო შეძენას სამ მილიონ აშშ დოლარად და მის უკანონო ტრანსპორტირებას სხვა ქვეყნის ტერიტორიაზე. დანაშაულებრივი გეგმის განსახორციელებლად უცხო ქვეყნის მოქალაქეები ბოლო კვირების განმავლობაში პერმანენტულად ჩამოდიოდნენ საქართველოში და აქტიურად იყვნენ დაკავებული ბირთვული მასალისა და რადიოაქტიური ნივთიერების შეძენა/ტრანსპორტირებისთვის ხელსაყრელი პირობების შესაქმნელად. საზოგადოებას განვუმარტავთ, რომ, როგორც წესი, ზემოთ აღნიშნული ნივთიერებები გამოიყენება სხვადასხვა დანაშაულებრივი, მათ შორის, ტერორისტული მიზნებისთვის. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 19-230-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს.

პარალელურ რეჟიმში ჩატარებული რამდენიმე ანტიკორუფციული ღონისძიების შედეგად: ხე-ტყის უკანონო მოპოვების, სამსახურებრივი გულგრილობისა და სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ფაქტებზე პასუხისგებაში მიეცა 12 პირი. მათ შორისაა, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სსიპ ეროვნული სატყეო სააგენტოს, იმერეთის სატყეო სამსახურის, ყოფილი თანამშრომლები. ასევე, მარტვილის სატყეო უბნის წარმომადგენელი, ამავე მუნიციპალიტეტში მცხოვრები ორი პირი და მსგავსი საქმე უკავშირდება ვანის მუნიციპალიტეტს, სადაც სამსახურებრივი სიყალბის, ყალბი ოფიციალური დოკუმენტების დამზადება – გამოყენებისა და მერქნიანი მცენარეების უკანონოდ გაჩეხის ფაქტებზე ბრალდება 3 პირს წარედგინა.

ასევე, ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა, ქრთამის აღების ფაქტებზე, ბათუმსა და ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში ორი პირი დააკავეს. ბათუმის შემთხვევა ეხება შპს „სანდასუფთავების“ ერთ-ერთი სამსახურის უფროსის მიერ აღნიშნული შპს-ს ბალანსზე რიცხული სატვირთო ავტომანქანებით სამშენებლო ნარჩენების გატანის სანაცვლოდ ქრთამის აღებას, ხოლო ლაგოდეხის შემთხვევაში მერის წარმომადგენელმა სოფელ კაბალში, ქრთამის სანაცვლოდ, მოქალაქეს თავიდან აარიდა სასამართლოს მიერ დანიშნული სასჯელი – საზოგადოებისთვის სასარგებლო შრომა. ხუთი ადამიანი მიეცა პასუხისგებაში მშენებლობის კოეფიციენტის უკანონოდ გაზრდის და უნებართვო მშენებლობის ფაქტებზე, ე.წ. K2 კოეფიციენტებთან დაკავშირებით. სახელმწიფოს კუთვნილი მიწების კერძო საკუთრებაში უკანონოდ რეგისტრაციის ფაქტებზე პასუხისგებაში მიეცა 6 პირი, ხოლო სატენდერო პირობების ხელოვნურად მორგების, სახელმწიფოს კუთვნილი დიდი ოდენობით თანხების თაღლითურად დაუფლების და სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ფაქტებზე სისხლის სამართლებრივი პასუხისგება ორ მოქალაქეს მოუწია.

როგორც ხედავთ, მიუხედავად ბოლო თვეების განმავლობაში კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის უპრეცედენტო მასშტაბებისა, კვლავ სერიოზულ გამოწვევად რჩება ეგრეთ წოდებული „შუა რგოლის კორუფცია“, რასთან შეგუებასაც, ბუნებრივია, არ ვაპირებთ. ამიტომ: 1.მოვუწოდებთ ყველა მოქალაქეს, ვისაც კი რაიმე შეხება ექნება მსგავს საკითხებთან, ითანამშრომლონ საგამოძიებო ორგანოებთან და მოგვაწოდონ შესაბამისი ინფორმაცია. 2. ადამიანებს, რომლებსაც ჯერ კიდევ უჩნდებათ სურვილი თავისი მდგომარეობა ბოროტად, მატერიალური უპირატესობისთვის გამოიყენონ, ვაფრთხილებთ, რომ კანონის დარღვევის ნებისმიერი ფაქტი იქნება გამოვლენილი და მას მოჰყვება შესაბამისი მკაცრი სამართლებრივი რეაგირება.

თამამად შეგვიძლია განვაცხადოთ, რომ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის დღევანდელი რესურსი აბსოლუტურად განსხვავებულია. ბოლო თვეების განმავლობაში გატარებული შიდა რეფორმების, საკადრო ცვლილებების, მატერიალურ-ტექნიკური რესურსების გაუმჯობესების ხარჯზე, თვისებრივად გაძლიერდა უწყების შესაძლებლობები.

შემოსული, დამუშავებული და რეალიზებული ოპერატიული ინფორმაციის მოცულობა, მხოლოდ ბოლო ნახევარი წლის განმავლობაში დაახლოებით 24-ჯერ არის გაზრდილი, რაც მიუთითებს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანალიტიკური და ოპერატიული შესაძლებლობების იმგვარად გაძლიერებაზე, რომ ჩვენს სამსახურს, ყოველგვარი დაბრკოლებების გარეშე შეუძლია როგორც კორუფციასთან შეურიგებელი და შედეგიანი ბრძოლა, ასევე ქვეყნის უსაფრთხოებასთან დაკავშირებული სხვა პრევენციული ზომების მაღალი ხარისხით უზრუნველყოფა“,- განაცხადა მაღრაძემ.

გაზიარება242

დაკავშირებული -პოსტები

იმერეთსა და სხვა რეგიონებში ხე-ტყის უკანონო მოპოვება-ტრანსპორტირების ფაქტები გამოვლინდა

თებერვალი 19, 2026
1
მთავარი

სამართალდარღვევები დაფიქსირდა კახეთში, ქვემო ქართლში, შიდა ქართლში, მცხეთა-მთიანეთში, იმერეთსა და სამეგრელო-ზემო სვანეთში. უკანონოდ მოპოვებული ხე-მცენარეებისგან დამზადებული საშეშე მასალისა და მრგვალი ხე-ტყის (მორი) უკანონო ტრანსპორტირებას სამართალდამრღვევები ავტოსატრანსპორტო საშუალებებით ახდენდნენ. ჯამში ამოღებულია...

დაწვრილებითDetails

იტალიაში 22 წლის ქართველი კაცი პოლიციელზე თავდასხმისთვის დააკავეს

თებერვალი 19, 2026
32
მთავარი

იტალიაში 22 წლის ქართველი კაცი პოლიციელზე თავდასხმისთვის დააკავეს. იტალიური მედია წერს, რომ ქართველი ახალგაზრდა ქალაქ უდინეში პოლიციამ მას შემდეგ დააკავა, რაც ის ერთ-ერთ ბარში ალკოჰოლური ზემოქმედების ქვეშ იმყოფებოდა და შეუსაბამოდ...

დაწვრილებითDetails

გადაწყვეტილება, რომელიც 6 წელზე მეტი ასაკის ავტომობილების აკრძალვას ეხება, ყოველგვარ ლოგიკას მოკლებულია – დიმიტრი ხუნდაძე

თებერვალი 19, 2026
71
მთავარი

გადაწყვეტილება, რომელიც 6 წელზე მეტი ასაკის ავტომობილების აკრძალვას ეხება, ყოველგვარ ლოგიკას მოკლებულია და უნდა გადაიხედოს,- ამის შესახებ „ხალხის ძალის“ დეპუტატი, დიმიტრი ხუნდაძე სოციალურ ქსელში წერს, რითაც ეხმაურება დადგენილებას, რომლის თანახმად საქართველოში 1-ელი აპრილიდან...

დაწვრილებითDetails

რაც ბრალში წერია, არც ერთი სიტყვა არ დადასტურდება – ელისო კილაძის ადვოკატი

თებერვალი 19, 2026
36
მთავარი

ვინახულე , ერთად გავეცანით ბრალდების დადგენილებას, რა თქმა უნდა, არც ერთ პუნქტს არ ეთანხმება - იქიდან, რაც ბრალში წერია, არც ერთი სიტყვა არ დადასტურდება,- ამის შესახებ ჟურნალისტ ელისო კილაძის ადვოკატმა, ვალერი...

დაწვრილებითDetails

საქართველოში უმუშევრობის დონე შემცირდა – საქსტატი

თებერვალი 19, 2026
12
ეკონომიკა

საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, 2025 წლის IV კვარტალში საქართველოში უმუშევრობის დონე წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 0.9 პროცენტული პუნქტით შემცირდა და 13.3 პროცენტი შეადგინა. მათივე ცნობით, 2025 წლის IV კვარტალში...

დაწვრილებითDetails

თბი­ლის­ში და­კარ­გუ­ლი 24 წლის ევე­ლი­ნა სმირ­ნო­ვა იპოვეს

თებერვალი 19, 2026
1.3k
მთავარი

თბი­ლის­ში და­კარ­გუ­ლი ლატ­ვი­ის მო­ქა­ლა­ქე, 24 წლის ევე­ლი­ნა სმირ­ნო­ვა ნა­პოვ­ნია. ინ­ფორ­მა­ცია ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტრო­ ადასტურებს. უწყე­ბის გან­მარ­ტე­ბით, ახალ­გაზ­რდა ქალი უვ­ნე­ბე­ლია და ის უკვე შეხ­ვდა ახ­ლობ­ლებს. შსს-ს ცნო­ბით, საქ­მე კრი­მი­ნა­ლურ შემ­თხვე­ვას­თან არ გვაქვს....

დაწვრილებითDetails

“კაცი მეზობელ არასრულწლოვან გოგონას სქესობრივ კავშირს სთავაზობდა…“ -შსს დეტალებს ავრცელებს

თებერვალი 19, 2026
331
მთავარი

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, თბილისის პოლიციის დეპარტამენტის არასრულწლოვნების საქმეთა მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, არასრულწლოვნის მიმართ ჩადენილი გარყვნილი ქმედების ბრალდებით, 1995 წელს დაბადებული ბ.ბ. დააკავეს.   უწყების ინფორმაციით, გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებული,...

დაწვრილებითDetails

ამინდის პროგნოზი ქალაქების მიხედვით

თებერვალი 19, 2026
232
ამინდი

19 თებერვალს საქართველოში ამინდი შედარებით გაგრილდება - წინა დღეებთან შედარებით ტემპერატურა დაეცემა და უმეტეს რეგიონში გრილი, თუმცა სტაბილური ამინდი შენარჩუნდება.     ყველაზე დაბალი ტემპერატურა -3 გრადუსი გუდაურში დაფიქსირდება, ხოლო...

დაწვრილებითDetails

19 თებერვლის ასტროლოგიური პროგნოზი

თებერვალი 19, 2026
440
მთავარი

ვერძი   ყველაფერს იოლად გაუმკლავდებით. შეეცადეთ, მაქსიმალურად გამოიყენოთ არსებული რესურსები და ჩაეტიოთ დათქმულ ვადებში, დაგვიანება მხოლოდ პრობლემებს მოგიტანთ.   კურო   რაც უნდა მოხდეს, არ ჩაერიოთ კონფლიქტებსა და კამათში. შეეცადეთ,...

დაწვრილებითDetails

ქუთაისის სამოქალაქო საზოგადოების ნაწილმა საპატრიარქოს და ეპარქიას განცხადებით მიმართა

თებერვალი 18, 2026
386
მთავარი

ქუთაისში, ე.წ. საგუბერნიო ციხის ტერიტორიაზე არსებული ისტორიული სამლოცველოს შესაძლო დანგრევასთან დაკავშირებით, სამოქალაქო საზოგადოება ოფიციალური განცხადებით მიმართავს საქართველოს საპატრიარქოსა და ქუთათელ-გაენათის ეპარქიას. ქუთაისის სამოქალაქო საზოგადოების ნაწილი საგუბერნიო ციხის დანგრევასთან დაკავშირებიც საპატრიარქოს...

დაწვრილებითDetails
მეტის ნახვა

კატეგორიები


No Result
View All Result

© 2023 Broadcasting Company «MEGATV» - ყველა უფლება დაცულია სამაუწყებლო კომპანია «მეგაTV».

No Result
View All Result
  • მთავარი
  • ახალი ამბები
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკა
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზი
  • შესვლა!

© 2023 Broadcasting Company «MEGATV» - ყველა უფლება დაცულია სამაუწყებლო კომპანია «მეგაTV».