“მეგობრებო უმაგრესი ამბით გიბრუნდებით.
ეს ინფორმაცია ოფიციალურად დადასტურდა!
,,Wizz air-ის გეგმის მიხედვით, მათი ფლოტი რომელიც დღეს 200 თვითმფრინავს ითვლის, 2030 წელს 500 თვითმფრინავამდე უნდა იყოს გაზრდილი. კომპანიას უკვე შეკვეთილი აქვს 300 თვითმფრინავი, რომელსაც ეტაპობრივად მიიღებს ესენია: ეარბას ა321 ნეო და მეტად გრანდიოზული და საინტერესო ეარბას ა321 XLR, რომელსაც 11 საათიანი უწყვეტი ფრენა შეუძლია. აქედან გამომდინარე, ქუთაისში უფრო მეტ ბაზირებულ თვითმფრინავს და შესაბამისად მეტ მიმართულებებს უნდა ველოდოთ 2025 წლის მეორე ნახევრიდან.” – ამის შესახებ სოციალურ ქსელში დათო ლიკლიკაძე წერს.
ამ ეტაპისთვის, ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიდან ხუთი ავიაკომპანია ოპერირებს. რეისები 20 ქვეყნის 39 მიმართულებით სრულდება.










