5 საათის მონაცემებით ქუთაისში 59 940-მა ადამიანმა მიიღო არჩევნებში მონაწილეობა, აქტოვობა წინა საპარლამენტო არჩევნებთან შედარებით 2-3%- ით მეტია და 38,6 %-ს შეადგენს – ამის შესახებ , ქუთაისის 59-ე საოლქო საარჩევნო კომისიაში განაცხადეს. მათივე ცნობით 5 საათის მონაცემებით 15 საჩივარია დაფიქსირებული, რომელიც პროცედურულ საკითხებს უკავშირდება.
საოლქო საარჩევნო კომისიის ცნობით ქუთაისში კორონავირუსის გამო შექმნილი 6 სპეც უბანიდან ხმის მიცემა 2-ში უკვე დასრულდა და გადასატანი ყუთები დალუქულია. როგორც 59-ე საარჩევნო ოლქში აცხადებენ ქუთაისში აღნიშნულ უბნებზე 873 ამომრჩეველი იყო რეგისტრირებული, რომელთაგან უმეტესობამ თავისი არჩევანი უკვე დააფიქსირა.