ქუთაისში ტაქსის მძღოლების ნაწილი გაიფიცა.
თვითდასაქმებულები დავით აღმაშენებლის ძეგლთან შეიკრიბნენ და აცხადებენ, რომ საწვავის ფასის მკვეთრი ზრდის მიუხედავად, კომპანია “მაქსიმში” მგზავრობის ტარიფი არ დაკორექტირებულა, რის გამოც ისინი მუშაობას ვეღარ შეძლებენ.










