ქუთაისში ,,სპარისა’’ და ,,დეილის’’ სუპერმარკეტებში დასაქმებულთა უფლებები ირღვევა – ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანების იმერეთის ოფისის კოორდინატორი ირაკლი მხეიძე ავრცელებს.
“მეგა ტვ” პოსტს უცვლელად გთავაზობთ:
“საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანებისათვის, ცნობილი გახდა, რომ ,,სპარისა’’ და ,,დეილის’’ სუპერმარკეტების ქსელების ქუთაისის ფილიალებში ირღვევა დასაქმებულთა (ძირითადად, კონსულტანტების უფლებები). ეს დარღვევები გამოიხატება იმაში, რომ არ არის გაფორმებული წერილობითი ხელშეკრულებები, იქვითება ხელფასები, არ ანაზღაურდება ზეგანაკვეთური მუშაობა, მენეჯერები უხეშად ესაუბრებიან მათ და ა.შ.
თუ თქვენ ან თქვენს ახლობელს შეეხო მსგავსი პრაქტიკა, გთხოვთ, დაგვიკავშირდეთ საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანების იმერეთის ოფისს. ჩვენი დახმარება უფასოა. 555 599191” – წერს საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანების იმერეთის ოფისის კოორდინატორი ირაკლი მხეიძე