ქუთაისში მუნის შემთხვევები დაფიქსირდა.
სკაბიესის, ე.წ. მუნის შემთხვებზე საუბრობენ სკოლებში და ბაღებში. ქუთაისის საგანმანათლებლო რესურს ცენტრის ინფორმაციით სკაბიესის შემთხვევა დაფიქსირდა სამ სხვადასხვა სკოლაში , სამ სხვადასხვა მოსწავლეში , დაავადებათა კონტროლის რეკომენდაციების დაცვით სკოლის ექიმის ჩართულობით, მიღებულია შესაბამისი ზომები- აცხადებენ უწყებაში.
ბაღების გაერთიანების ინფორმაციით სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებებიდან მუნის შემთხვევა მხოლოდ ერთ ბაღში დაფიქსირდა, შენობა შეიწამლა და ერთი დღით შეწყვეტილი იყო სასწავლო პროცესიც.
ოფიციალური სტატისტიკისთვის დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნულ ცენტრსაც მივმართეთ, თუმცა როგორც უწყებაში განგვიცხადეს, ისინი ე.წ. მუნის შემთხვევების სტატისტიკას არ აღრიცხავენ.- წყარო: mshoblebi.ge
https://megatv.ge/%e1%83%a5%e1%83%a3%e1%83%97%e1%83%90%e1%83%98%e1%83%a1%e1%83%a8%e1%83%98-%e1%83%9b%e1%83%a3%e1%83%9c%e1%83%98%e1%83%a1-%e1%83%a8%e1%83%94%e1%83%9b%e1%83%97%e1%83%ae%e1%83%95%e1%83%94%e1%83%95%e1%83%94/