ქუთაისში, საცხოვრებელ სახლში ხანძარი გაჩნდა. ხანძრის შედეგად არავინ დაშავებულა. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, ადგილზე 5 სახანძრო-სამაშველო ჯგუფია მობილიზებული. ცეცხლი უკვე ლოკალიზებულია და სალიკვიდაციო სამუშაოები მიმდინარეობს.
ხანძრის გამომწვევ მიზეზს გამოძიება დაადგენს.










