ქუთაისში საზოგადოებრივი ტრანსპორტის საფასური 20 თეთრით იზრდება. ამის შესახებ ქუთაისის საკრებულოს ეკონომიკის , ქონების მართვის და საქალაქო მეურნეობისა და იურიდიულ საკიხთა კომისიის გაერთიანებულ სხდომაზე იმსჯელეს.
მერიის ეკონომიკური განვითარების , ადგილობრივი თვითმმართველობის ქონებისა და ტრანსპორტის მართვის სამსახურის ხელმძღვანელის თინათინ ბერიშვილის თქმით ამის მიზეზი საწვავის საფასურის ზრდა და მგზავრთა ნაკადის სიმცირეა.