ქუთაისის ოპერის თეატრში, ჯორჯ ბალანჩინის მე-3 საერთაშორისო ქორეოგრაფიული ფესტივალი გაიხსნა.
ფესტივალის ორგანიზატორების განცხადებით კონკურსში წელს მონაწილეობას ევროპის 8 საბალეტო სკოლისა და საქართველოს სხვადასხვა საბალეტო სტუდიების 200 -ამდე მოსწავლე მიიღებს.
ფესტივალის ჟიურის თავჯდომარე წელს, ამსტერდამის საბალეტო აკადემიის რექტორი, ჟან ივ ესკერი იქნება. ჟიურის შემადგენლობაშია ესტონეთის საბალეტო სკოლის ქორეოგრაფი, დამსახურებული არტისტი, იოჰან ვერსტურსი, ვაშინგტონის საბალეტო დასის სამხატვრო ხელმძღვანელი, ვლადიმერ ჯულუხაძე და მიჩიგანის საბალეტო სკოლის დამფუძნებელი, მაკა მახარაძე. სპეციალური მოწვევით ფესტივალს მსოფლიო ბალეტის ქართველი ვარსკვლავი, ირმა ნიორაძე დაესწრება.
ფესტივალის ჟიურის წევრები დღეს ქუთაისის ვიცე-მერმა, დავით ერემეიშვილმა და საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილემ, რამაზ ჩხიკვაძემ მიიღეს.