იუნესკოს ლიტერატურის ქალაქის სტატუსის ეგიდით, ქუთაისში გაიმართება პირველი საერთაშორისო ლიტერატურის ფესტივალი მიმდინარე წლის 28, 29, 30 ნოემბერს. ლოკაცია: ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი, აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტი, ნიკო ბერძენიშვილის სახელობის ისტორიული მუზეუმი, დავით კაკაბაძის სახელობის სახვითი ხელოვნების გალერეა. ტენდერი აღნიშნული ფესტივალის ორგანიზებასთან დაკავშირებით უკვე გამოცხადებულია.