ქუთაისში მიმდინარეობს ყოფილი 27 სკოლის სკოლის შენობის რეაბილიტაცია- კაპიტალური რემონტი, რათა მომავალში აქ შეიქმნას საეპარქიო სკოლა- ამის შესახებ ინფორმაციას ქუთაის-გაენათის ეპარქია ავრცელებს
“შენობის ინტერიერი და კედლები დაზიანებულ მდგომარეობაშია, გაძარცვულია სველი წერტილები და გათბობის სისტემა, ჩატეხილია მინები. ამჟამად ქუთაის-გაენათის ეპარქიის ძალისხმევით აღდგა დაზიანებული სახურავი, მოეწყო საწვიმარი ღარები და ძაბრები, გარემონტდა 6 სასკოლო ოთახი და დერეფნის ნაწილი, აღდგა ელექტრო გაყვანილობა და მიმდინარეობს სველი წერტილებისა და გათბობის მონტაჟი.
აღნიშნული შენობის სამშენებლო სამუშაოები შრომატევადი და ძვირადღირებულია, იმედი გვაქვს ღვთის შეწევნით გამოჩნდებიან კეთილი ადამიანები, რომლებიც მოგვეხმარებიან ამ საშვილიშვილო საქმის დასრულებაში.”- ვკითხულობთ გავრცელებულ ინფორმაციაში