ქუთაისში N5 საბავშვო ბაღი გაქურდეს. არსებული ინფორმაციით, დაუდგენელმა პირებმა შენობაში შეღწევა სამზარეულოდან შეძლეს. წაღებულია სამზარეულოს დანადგარები და ტექნიკა, ასევე ტელევიზორი და მუსიკალური ცენტრი.
როგორც „ინტერპრესნიუსს“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, სისხლის სამართლის საქმე 177-ე მუხლის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით არის აღძრული, რაც ქურდობას გულისხმობს.